FCI.ge
FCI.ge
გამეირო: ძალიან დიდი გრძნობა განვიცადე, როდესაც გავიტანე |
"სევილიას" ფრანგი თავდამსხმელი კევინ გამეირო ვერ მალავს ემოციებს კატალონიის "ბარსელონას" კარში გატანილი გოლის შემდგომ, რომელმაც ანდალუსიურ გუნდს ქულა მოუტანა.
გუშინ, ლა ლიგის 30-ე ტურის ეგიდით, "სევილიამ" "ბარსა" მიიღო და ჩინებული ქამბექი შეასრულა. მეორე ტაიმში, უნაი ემერიმ გამეირო ჩართო თამაშში და მანაც დამაჯერებლად დააგვირგვინა საკუთარი გუნდის იდეალური კომბინაცია - 2:2.
"ძალიან ძლიერი გრძნობა განვიცადე, როდესაც "ბარსელონას" კარში გავიტანე გოლი. თანაც, ეს საკმაოდ კარგი გოლი გამოდგა. რაც მთავარია, დავეხმარე გუნდს ერთი ქულის მოპოვებაში, რომელიც მნიშვნელოვანია.
"სევილიას" სწორი მენტალიტეტი გააჩნია, ჩვენ მაგარი გუნდი გვყავს. ახლა, აქტიურად ვიყენებთ შემადგენლობის როტაციას, ამიტომ ყოველ მატჩში მოსაგებად გავდივართ", - განაცხადა გამეირომ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.