FCI.ge
FCI.ge
იბრაჰიმოვიჩი: კარგად ვგრძნობ თავს |
"პარისენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საფრანგეთის ლიგის თასის მოგების შემდეგ საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.
პარიზულმა კლუბმა, "ბასტია" გაანადგურა ფინალში 4:0, იბრაჰიმოვიჩმა კი დუბლი მიითვალა და ახლა, მის ანგარიშზე ათი გატანილი გოლია ბოლო ხუთ შეხვედრაში.
"გავიმარჯვეთ, ამიტომ შემიძლია ვიყო სრულიად კმაყოფილი. სეზონი ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩია. თუმცა, ეს გამარჯვება რათქმაუნდა უნდა ავღნიშნოთ.
ბოლო ხუთ მატჩში ათი გოლი გავიტანე? უბრალოდ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს", - განაცხადა ზლატანმა "L'equipe"-სთან საუბრისას.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.