FCI.ge
FCI.ge
დი მატეო: ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა - უკვე არარეალურია |
გელზენკინხენის "შალკეს" მთავარმა მწვრთნელმა, "ფრაიბურგთან" უგოლო ფრის შემდეგ, დაკარგა ჩემპიონტა ლიგაზე მოხვედრის იმედები.
გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, "შალკე" უკვე ათი ქულით ჩამორჩა ლევერკუზენის "ბაიერს" და ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტური დარჩა.
"პირველ ტაიმში, ზედმეტად ნელა ვმოქმედებდით. "ფრაიბურგის" მოთამაშეები დიდი ხნის მანძილზე ფლობდნენ ბურთს, რადგან სისწრაფე გვაკლდა. ასეთ მდგომარეობაში, რთულია ხელსაყრელი პოზიციის მონახვა. მეორე ტაიმში კი, საკმარისი რაოდენობის საგოლე მომენტები შევქმენით.
ჩვენს ანგარიშზე, 21 დარტყმაა კარის მიმართულებით, მაგრამ აქედან მხოლოდ ექვსი წავიდა ჩარჩოში. უფრო მეტი სახიფათო მომენტების შექმნაა საჭირო თუ გამარჯვების მოპოვება გინდა. თავდასხმაში თამაშის ხარისხი უნდა გავაუმჯობესოთ. დაცვა არ იყო ცუდი, მაგრამ მოსაგებად გოლებია საჭირო.
პირველ ოთხეულში ადგილის დაკავება უკვე არარეალურია. გარდა ამისა, ჩამორჩენის შემცირებაც ალბათ არ გამოგვივა", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.