FCI.ge
FCI.ge
პირესი: იოზილი - ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც ოდესმე მინახავს |
ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ყველასათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა რობერტ პირესმა, შეაქო "მეთოფეთა" გერმანელი ლეგიონერი მესუტ იოზილი, რომელსაც ძალიან ხშირად აკრიტიკებენ.
მიმდინარე სეზონში, მესუტს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, მაგრამ დაბრუნების შემდეგ მშვენიერი ფორმა აკრიფა, საკუთარი გუნდის მსგავსად.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იოზილმა კრიტიკოსებს დაუმტკიცა საკუთარი სიძლიერე და დაარწმუნა, რომ ცდებოდნენ. მას ძალიან ბევრს აკრიტიკებენ, როგორც ამ სეზონის მსვლელობისას, ისე "არსენალში" გადმოსვლის შემდეგ.
მასთან ერთად რეგულარულად მიწევს ვარჯიშები და შემიძლია გითხრათ, რომ მესუტი - ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს.
იოზილს ძალიან უყვარს "არსენალი", "მეთოფეებთან" ერთად ბევრი ძალიან ბევრი ტიტულის მოგება და ქომაგების გახარება სურს", - განაცხადა ფრანგმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.