FCI.ge
FCI.ge
ბაიერმა სპაიჩთან კონტრაქტი გაწყვიტა |
ოთხშაბათ ღამეს მომხდარი სკანდალი საბედისწერო გამოდგა ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალური მცველი ემირ სპაიჩისთვის.
გერმანიის თასის მეოთხედფინალური თამაშის დასრულების შემდეგ, ბოსნიელი დამცველის სანახავად რამდენიმე მეგობარი მივიდა, რომლებიც გასახდელში არ შეუშვა დარაჯმა. ამის გამო კი, გაბრაზებულმა ემირმა "ფარმაცეპტთა" მომსახურე პერსონალი სცემა, რაც ძალიან კარგად დააფიქსირა ვიდეოკამერამ.
ორი დღის წინ, "ბაიერის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოჩნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც სპაიჩმა ბოდიში მოიხადა და მისი საქმე გადაეცა პოლიციას. დღეს კი, ცნობილი ხდება, რომ სპაიჩი აღარ არის ლევერკუზენელთა ფეხბურთელი.
"ემირ სპაიჩი - გენიალური ფეხბურთელია, რომელმაც ბევრი წარმატება მოუტანა ჩვენს გუნდს. მიუხედავად ამისა, ამ ინციდენტის ბოლო დეტალების გათვალისწინებით, სხვა გზა არ გვქონდა", - განაცხადა "ბაიერის" გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ შადემ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.