FCI.ge
FCI.ge
ფაბრეგასი: ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ |
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ძალიან ბედნიერია "ქუინს პარკ რეინჯერსთან" მოპოვებული საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვებით.
პრემიერ ლიგის 32-ე ტურის ეგიდით, ჟოზე მოურინიოს გუნდი ლოფტუს როუდს ეწვია და მორიგი რთული ბრძოლა გადაიტანა. ერთადერთი ბურთი, 88-ე წუთზე სწორედ სესკმა შეაგდო.
"ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ახლა, სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მწვერვალზე ვიმყოფებით და გვსურს პოზიციების შენარჩუნება. გამარჯვება გვინდოდა და გუნდური ხასიათი გამოვავლინეთ.
არ ვაპირებდით დანებებას და ფანტასტიკური მონდომება ვაჩვენეთ, რამაც რთული სიტუაციიდან გამოგვიყვანა", - განაცხადა გამოცდილმა ესპანელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.