FCI.ge
FCI.ge
კვარეჟმა: ეს დასამახსოვრებელი საღამოა ჩემთვის |
დრაგაოზე გამართული მატჩის მთავარი გმირი რიკარდო კვარეჟმა ძალიან ბედნიერია, მაგრამ მიაჩნია, რომ მთავარი გუნდის წარმატებაა.
პორტუგალიელმა შემტევმა, მიუნხენის "ბაიერნთან" დუბლი გაიფორმა, მისმა გუნდმა კი 3:1 იმარჯვა და სერიოზული უპირატესობა მოიპოვა საპასუხო მატჩის წინ.
"ეს დასამახსოვრებელი საღამოა ჩემთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია გამარჯვება. ვიცოდით, რომ დიდი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომელშიც დიდებული მოთამაშეები ირიცხებიან, ამიტომ უბრალოდ ბედნიერები ვართ.
ნოიერი - ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლიოში. მას უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ როდესაც ერთი-ერთზე დავრჩი, მხოლოდ გატანაზე ვფიქრობდი", - განაცხადა კვარეჟმამ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.