FCI.ge
FCI.ge
ლამი: შესაძლებელია ჩამორჩენის აღმოფქვრა |
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, შეაფასა საკუთარი გუნდის მარცხი "პორტოსთან" და აღნიშნა, რომ შანსები ჯერ კიდევ არის.
"რეკორდმაისტერი" 1:3 დამარცხდა დრაგაოზე და უნდა აღინიშნოს, რომ ეს კატასტროფული სიტუაცია სულაც არ არის. "ბაიერნს", 2:0 მისცემს შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალებას.
"ყოველთვის ვცდილობთ ბურთის უკანა ხაზზე გათამაშებას, რაც ზოგჯერ ძალიან სახიფათოა. გასასამართლებელი საბუთები არ უნდა ვეძებოთ. შეცდომები ხდება.
კარგად გამოვიყურებოდით, როდესაც გოლი გავიტანეთ, მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში 3:1 გახდა, რამაც ძალიან მძიმე დარტყმა მოგვაყენა. თუმცა, საპასუხო შეხვედრაში შესაძლებელია ჩამორჩენის აღმოფქვრა", - განაცხადა ლამმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.