FCI.ge
FCI.ge
გვარდიოლა: ჩემპიონთა ლიგაზე მოსაგებად - იდეალურად უნდა ითამაშო |
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე, "პორტოსთან" წაგებული შეხვედრა შეაფასა მიუნხენის "ბაიერნის" თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ.
"ეს იყო სუფთა ჩემპიონთა ლიგის თამაში. საწყისი ათი წუთის შემდეგ, უკვე 0:2 ვაგებდით, რაც ძალიან ცუდი იყო ჩვენთვის.
დავმარცხდით, მაგრამ ექვსი დღე გვაქვს საპასუხო თამაშისთვის მოსამზადებლად, გავაგრძელებთ მუშაობას ვარჯიშებზე და ვეცდებით, რომ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ. რათქმაუნდა, ტიაგოს გოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.
"პორტოს" სტარტით - არ ვყოფილვართ გაოცებულნი. ვიცოდით, რომ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, რომელსაც ჩინებული შეტევა ჰყავს. თამაში ძალიან მაღალი დონის იყო, იღბლიანები ვართ, რომ ამ სტადიაზე მოვხვდით.
ჯექსონ მარტინესი უმაღლესი დონის მოთამაშეა. კასემირო და ექტორ ერერა კარგები იყვნენ. იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო, უბრალოდ იდეალურად უნდა ითამაშო", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.