FCI.ge
FCI.ge
ლოპეტეგი: ამ გუნდს სერიოზული ამბიციები გააჩნია |
"პორტოს" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი ძალიან ბედნიერია მიუნხენის "ბაიერნთან" მოპოვებული გამარჯვებით - 3:1.
""ბაიერნის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ საუკეთესოდ დავიწყეთ მატჩი მსოფლიოში საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ, ბურთის ფლობის თვალსაზრისით.
შესაძლოა, პირველ ტაიმში უკეთ უნდა დაგვეჭირა ბურთი, მაგრამ ეს მეორე ნახევარში გამოვასწორეთ. ჯექსონ მარტინესის თაობაზე გავრისკეთ, მაგრამ მან დიდებულად ითამაშა.
მიუნხენში გასამართი თამაში განსხვავებული იქნება, თანაც ორი მნიშვნელოვანი მოთამაშე არ გვეყოლება დანილოს და ალექს სანდროს სახით. წინ სულ სხვა თამაში გველოდება, ამიტომ ჯერ არ დაგვიმარცხებია "ბაიერნის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.
დიდებულები ვიყავით დღეს და მინდა, რომ უკლებლივ ყველა მოთამაშეს მივულოცო ეს წარმატება. ამ გუნდს სერიოზული ამბიციები გააჩნია. ჩვენ არ ვოცნებობთ, უბრალოდ ვმუშაობთ ყველგან და ყოველთვის, ქომაგები მუდამ გვიჭერენ მხარს", - განაცხადა ლოპეტეგიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.