FCI.ge
FCI.ge
ზამერი: ბაიერნი სავსეა ოპტიმიზმით |
როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მატიას ზამერი ყველაზე ოპტიმისტურად არის განწყობილი, "პორტოსთან" მოულოდნელი მარცხის შემდეგ.
"ასეთ დონეზე, მსგავსი შეცდომები ყოველთვის დასჯადია. ძალიან უკმაყოფილო ვარ. გაცილებით მეტი რამ უნდა გვეცადა, ბოლომდე ბრძოლა იყო საჭირო.
თუ გვინდა, რომ დიდი გუნდი გავხდეთ, ასეთი სიტუაციებიდან უნდა ვიპოვოთ გამოსავალი. ახლა, "ბაიერნმა" მინიმუმ ორი გოლი უნდა გაიტანოს სახლში. სავსენი ვართ ოპტიმიზმით და რევანშს ველოდებით, ამის შანსები გვაქვს", - განაცხადა ზამერმა.
განმეორებითი თამაში, სამშაბათს გაიმართება, ალიანს არენაზე.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.