FCI.ge
FCI.ge
ბენიტესი: იდეალური თამაში იყო |
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, შეაფასა საკუთარი გუნდის იდეალური გამარჯვება ევროპის ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში, "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ - 4:1.
ვოლფსვაგენ არენაზე, ნეაპოლურმა კლუბმა საოცარი თამაში აჩვენა და საკუთარ სტადიონზე უბრალოდ ოფიციალურად გაიფორმებს ნახევარფინალის საგზურს.
"ფენომენალური თამაში ვაჩვენეთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ გუნდს კარგი სათამაშო თვისებები აქვს, ხასიათი და პროფესიონალიზმი.
გამოგვივიდა შედეგისა და თამაშის დონის ერთ დონეზე დაყენება. ფეხბურთელები ერთმანეთის გვერდი-გვერდ მუშაობდნენ და ამან შექმნა განსხვავება.
გერმანიის მეორე საუკეთესო გუნდთან ვთამაშობდით, მისი მოთამაშეები დაფასებას იმსახურებენ. ჩვენი თამაშისა და დაფიქსირებული შედეგის გათვალისწინებით - იდეალური თამაში გამოვიდა. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.