FCI.ge
FCI.ge
ემერი: შედეგი არც საუკეთესოა და არც ცუდი |
"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ შეაფასა საკუთარი გუნდის გამარჯვება ევროპის ლიგის პირველ მეოთხედფინალში, "ზენიტის" წინააღმდეგ - 2:1.
"ეს არც საუკეთესო და არც ცუდი შედეგია. "ზენიტი" - გამარჯვებულის მენტალიტეტის გუნდია, რომელიც მიჩვეულია ორმატჩიან დაპირისპირებებს.
გაშვებული გოლის გამო, საკუთარი გეგმების შეცვლა მოგვიწია და მეორე ტაიმში მოვახერხეთ მეტოქის კარამდე მისვლის გზების პოვნა. ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ფაქტიურად არ მიგვიღია ბარათები. ამ კომპონენტზე ვმუშაობთ, რომელსაც შედეგი უკვე მოაქვს.
იმედი გვაქვს, რომ სანკტ-პეტერბურგშიც კარგად ვითამაშებთ, ისე, როგორც ამ თამაშის მეორე ნახევარში", - განაცხადა ემერიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.