FCI.ge
FCI.ge
მანჩესტერი: ჩელსისთან ბლინდი, როხოს, ჯონსის და კერიკის გარეშე |
ლონდონის "ჩელსისთან" გასამართი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სერიოზული დანაკლისი განიცადა.
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას, ერთბაშად ოთხი საკმაოდ მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოტოვებს: ფილ ჯონსი, მარკოს როხო, დეილი ბლინდი და მაიკლ კერიკი.
"უარესი არ არსებობს, რადგან დავკარგეთ ცენტრალური და მარცხენა მცველი. გარდა ამისა, კვლავ დისკვალიფიკაცირებულია ჯონი ევანსი. დეილი და მაიკლი კარგად გამოიყურებოდნენ საყრდენის პოზიციაზე, ამიტომ სერიოზულდად მომიწევს შემადგენლობის შეცვლა, კარგი დაპირისპირების წინ", - განაცხადა ლუი ვან გაალმა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ჩელსის" დაპირისპირება ხვალ გაიმართება, გუნდებს შორის სხვაობა რვა ქულაა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.