FCI.ge
FCI.ge
ბაიერნმა ლამი დაკარგა |
არ არის გამორიცხული, რომ ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ, მატიას ზამერმა და პეპ გვარდიოლამ გაიხსენონ ძველი დრო და თავად გავიდნენ მინდორზე.
იმას, რაც ახლა ხდება მიუნხენის "ბაიერნში", რთულია დაარქვა დანაკლისი, უბრალოდ მთელი გუნდი ლაზარეთშია.
დღეს, "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ უახლოეს მატჩს ბასტიან შვაინშტაიგერი და ფილიპ ლამი გამოტოვებენ. ბასტიანი ვერ გამოჯანმრთელდა, ლამს კი ტკივილები აქვს.
სავარაუდოდ, ფილიპ ლამის ადგილს სებასტიან როდე დაიკავებს, მაგრამ ხვალამდე ჯერ კიდევ არის დრო, ამიტომ როდე ფრთხილად უნდა იყოს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.