FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ესპანეთის ლა ლიგა: 18 აპრილის მატჩების პრევიუ

18-04-2015
4 კომენტარი

ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, 32-ე ტური გუშინ დაწიყო, "ლევანტეს" და "ესპანიოლის" უხვგოლიანი ფრით. დღეს კი, ყველაზე საინტერესო თამაშები გაიმართება, რომელთა შორისაც ენტრალური კამპ ნოუზე შედგება.

 

ბარსელონა Vs ვალენსია

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXII ტური

თარიღი: 18:00 საათი, 18 აპრილი

სტადიონი: კამპ ნოუ, ბარსელონა

მთავარი მსაჯი: ხოსე გონსალეს გონსალესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports; NTV+Football3

 

"სევილიასთან" დაკარგული ქულების შემდეგ, კატალონიურმა გრანდმა დიდებული თამაში ჩაატარა პარიზში და 3:1 მოუგო "პსჟ"-ს. ლუის ენრიკეს გუნდი ფაქტიურად გასულია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ახლა კი მთავარი კონცენტრაცია ლა ლიგაზე უნდა გააკეთოს და მოახლოებულ თამაშზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, "პსჯ"-სთან მიღებული ტრავმის გამო, ანდრეს ინიესტა დააკლდება გუნდს, მაგრამ ხავი მზად არის ნებისმიერ დროს შეცვალოს საკუთარი მეგობარი. "ბლაუგრანას" კაპიტანი, სავარაუდოდ ძირითადში იქნება და ეცდება, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცოს საკუთარი კლასი. სხვა პრობლემები "ბარსელონას" არ აქვს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ოთხშაბათს იდაელური იყო მარტინ მონტოია, სავარაუდოდ დანი ალვეშს მოუწევს სკამზე დაჯდომა. ბრაზილიელი ალბათ წავა სეზონის ბოლოს, ამიტომ ენრიკე ნელ-ნელა მიაჩვევს მონტოიას სასტარტო თერთმეტულს. სხვა არანაერი სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი, უბრალოდ ვნახოთ როგორ ითამაშებს "ბარსა", რომელიც საუცხოო ფორმაში, შემტევი ტრიო კი - უბრალოდ შეუჩერებელია, სევილიაშიმ ფრემ არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მაყურებელი.

 

ზედიზედ ორი ფრის შემდეგ, "ვალენსიამ" ვალენსიური დერბი მოიგო, თანაც დიდებული თამაშის ფონზე - 3:0. მორიგი გოლი შეაგდო პაკო ალკასერსმა, მატჩის ბოლოს კი ალვარო ნეგრედომაც როგორც იქნა მოახერხა თავის გამოჩენა. "ვალენსიას" კვლავ დააკლდება ენცო პერესი, სამაგიეროდ ნიკოლას ოტამენდიმ მოიხადა დისკვალიფიკაცია და დუბრუნდება ძირითად შემადგენლობას. აგერთვე, სასტარტოში დაბრუნდება ხოსე ანტონიო ბარაგანი, რომელიც წინა ტურში ჟოაო კანსელომ დაასვენა. ნუნო ეშპირიტო სანტოს გუნდი ძალიან კარგ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს და საინტერესოა დღეს როგორ იმოქმედებენ კამპ ნოუზე, ტაქტიკა სავარაუდოდ არ შეიცვლება, უბრალოდ ფეგულისა და როდრიგოს უფრო მეტი მუშაობა მოუწევთ.

 

"ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის გამართული ბოლო დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესოა, ამიტომ დღესაც კარგი მატჩის მოლოდინში ვართ, რომელმაც იდეალური სინახაობა უნდა გვაჩუქოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა: ბრავო - მონტოია, პიკე, მატიე, ალბა - ხავი, ბუსკეცი, რაკიტიჩი - მესი, სუარესი, ნეიმარი.

 

ვალენსია: დიეგო ალვეში - ბარაგანი, ოტამენდი, მუსტაფი, გაია - პარეხო, ფუეგო, ანდრე გომეში - ფეგული, პაკო, როდრიგო.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ბარსელონამ", მიმდინარე სეზონში, ორი მატჩი წააგო კამპ ნოუზე, თანაც ორივე ანგარიშით - 0:1.

 

  • "ვალენსიას" ზედიზედ ხუთი გასვლითი თამაში არ წაუგია ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • გასულ სეზონში, "ვალენსიამ", პიცის ხელმძღვანელობით, კამპ ნოუზე 3:2 იმარჯვა და შეწყვიტა "ბარსელონასთან" ექვსმატჩიანი წაგებების სერია სტუმრად. იმ შეხვედრაში, პიატიმ, პარეხომ და პაკომ გამოიჩინეს თავი.

 

  • ეს გამარჯვება "ვალენსიასთვის" ერთადერთია, "ბარსას" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 14 შეხვედრაში, ლა ლიგის ეგიდით.

 

 

დეპორტივო Vs ატლეტიკო

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXII ტური

თარიღი: 20:00 საათი, 18 აპრილი

სტადიონი: რიასორი, ლა კორუნია

მთავარი მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports; NTV+Football3

 

"კორდობათან" ვერმოგებული საშინაო თამაშის შემდეგ, "დეპორტივომ" ვიქტორ ფერნანდესი დაითხოვა და მის მაგივრად კლუბის ლეგენდა ვიქტორ სანჩესი დანიშნა. ესპანელის დებიუტი, წარმატებული გამოდგა, რადგან ლა კორუნიელებმა ანოეტაზე მოიპოვეს ქულა - 2:2. აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში, ტოჩემ გაიტანა ქულის მომტანი გოლი და ეს თავდამსხმელი ნელ-ნელა შედის ფორმაში. "დეპორტივო" 28 ქულით მე-17 ადგილზეა და ძალიან საშიშ მდგომარეობაში იმყოფება. ლა კორუნიელებს დღეს ალბათ არავინ მოთხოვს სამ ქულას, მაგრამ ღირსეული ბრძოლა იქნება მთავარი. ვილკი კვლავ ტრავმირებულია, სელსო ბორხესი კი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. კოსტა რიკელ საყრდენს, სავარაუდოდ, ხოსე როდრიგესი შეცვლის. სამაგიეროდ, ლუზინიომ მოხიადა სასჯელი და დაბრუნდება დაცვის მარცხენა ფრთაზე.

 

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ, მადრიდის "ატლეტიკომ" როსალედაზე დაკარგა ქულები, მაგრამ ჩინებული თამაში ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან". პირველ ტაიმში, იან ობლაკმა საკუთარი კლასი გამოავლინა, მეორე ნახევარში კი "როხიბლანკო" უკეთესი იყო და შეეძლო თამაშის მოგება. თუმცა, დიეგო სიმეონეს გუნდს წინ აქვს ვიზიტი სანტიაგო ბერნაბეუზე და უგოლო ფრე არ არის ცუდი შედეგი, პირიქით, ასეთი მდგომარეობა უფრო "ატლეტიკოს" აწყობს, ვიდრე "რეალს". ლა ლიგაში კი, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს უკვე ერთი ქულით ჩამორჩება "ვალენსია", მაგრამ არის დიდი ალბათობა, რომ ეს უპირატესობა გაიზარდოს ამ ტურის შედეგად. "ატლეტიკოს" მარიო სუარესი და მარიო მანჯუკიჩი ვერ დაეხმარებიან, ორივეს მიკროტრავმა აქვს და სიმეონე რათქმაუნდა არ გარისკავს. გარდა ამისა, დისკვალიფიკაცირებულია გუნდის კაპიტანი გაბი და ნახევარდაცვის ცენტრში, ტიაგოს გვერდით კოკეს მოუწევს გარჯა. "ატლეტიკო" კარგ ფორმაშია და ეცდება, რომ წინა ტურში დაკარგული ქულების გამო რეაბილიტაცია მოახდინოს.

 

ლა კორუნიაში არ იქნება ადვილი სამი ქულის მოპოვება, მაგრამ "ატლეტიკო" ვალდებულია ეს გააკეთოს, მაგრამ შესაძლოა ქულაც საკმარისი იყოს "ვალენსაისთან" უპირატესობის გასაზრდელად.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

დეპორტივო: ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ხოსე როდრიგესი, ბერგანტინოსი - მედუნიანინი, ლუკას პარესი, კავალეირო - რიერა.

 

ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, გამესი - თურანი, ტიაგო, კოკე, საულ ნიგუესი - რუალ გარსია, გრიზმანი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "დეპორტივოს" ზედიზედ ცხრა თამაში არ მოუგია ლა ლიგაში. ათმატჩიანი მოუგებელი სერია, ლა კორუნიელებმა, ბოლოს, 2010 წელს გამოაცხეს.

 

  • ბოლო ხუთი გასვლითი თამაშიდან, "ატლეტიკომ" მხოლოდ ერთი მოიგო.

 

  • "ატლეტიკოს" ექვსმატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს "დეპორტივოსთან", ლა ლიგაში (5მ, 1ფ).

 

 

რეალი Vs მალაგა

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXII ტური

თარიღი: 22:00 საათი, 18 აპრილი

სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი

მთავარი მსაჯი: ინაკი ბიკანდი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports; NTV+Football3

 

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, კარლო ანჩელოტიმ დაასვენა ლიდერები, სამაგიეროდ ხესე როდრიგესმა და ჩიჩარიტომ წარმოაჩინეს თავი. "რეალმა" 3:0 გაანადგურა "ეიბარი", რის შემდეგაც ვისენტე კალდერონზე გააგორა უგოლო ფრე, არადა პირველ ტაიმში რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა. წინა ტურის შედეგად, "სამეფო კლუბი" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება "ბარსელონას" და საჩემპიონო იმედები უფრო გაღვივდა. კოენტრაოს და ხედირას თამაში დღეს საეჭვოა, ჩიჩარიტოს წისქვილზე კი კარიმ ბენზემამ დაასხა წყალი, რომელსაც მუხლი აწუხებს და გამოტოვებს ამ მატჩს. მექსიკელ თავდამსხმელს კიდევ ერთი შანსი მიეცეა და ვნახოთ ამჯერად როგორ გამოიყენებს. სხვა მხრივ, მოსალოდნელია დანი კარვახალის დასვენება, მას ალვარო არბელოა შეცვლის და აგრეთვე პეპ გამოჩნდება ძირითადში.

 

"მალაგას" ბოლო ოთხი თამაში არ მოუგია ლა ლიგაში, მაგრამ წინა ტურში "ატლეტიკოს" აართვა ქულები. ხავი გრასიას გუნდი ძალიან სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს არანაერი მოტივაცია არ გააჩნია. ანდალუსიელები კვლავაც მეშვიდე ადგილზე არიან 46 ქულით და ძალიან გაუჭირდებათ ასეთი არასტაბილური თამაშით წინ აწევა. შენი და კამაჩო ისევ ლაზარეთში არიან, ველინგტონი კი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს შეხვედრას. ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს, სავარაუდოდ, სერხიო სანჩესი შეცვლის.

 

კარლო ანჩელოტის გუნდი ფავორიტია, მაგრამ სამი ქულის მოპოვება არც ისე მარტივი იქნება "მალაგასთან".

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: კასილასი - არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ჯ.როდრიგესი - ბეილი, ჩიჩარიტო, რონალდო.

 

მალაგა: კამენი - როსალესი, სერხიო სანჩესი, ანგელერი, ბოკა - დარდერი, რესიო - სამუელი, ამრაბატი, კასტილეხო - ხუანმი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მადრიდის "რეალის" დაუმარცხებელი სერია სანტიაგო ბერნაბეუზე, უკვე 13 მატჩს შეადგენს ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • "მალაგას" ბოლო სამი გასვლითი თამაში აქვს წაგებული ლა ლიგაში ერთნაერი ანგარიშით - 0:1.

 

  • ზოგადად, ბოლო შვიდი გასვლითი მატჩიდან ლა ლიგაში, გრასიას გუნდმა ერთადერთი მოიგო.

 

  • "რეალს" ზედიზედ ოთხი თამაშ აქვს მოგებული "მალაგას" წინააღმდეგ.

 

  • "მალაგას" არასოდეს მოუგია სანტიაგო ბერნაბეუზე.

 

 

ატლეტიკი Vs ხეტაფე

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXII ტური

თარიღი: 00:00 საათი, 18 აპრილი

სტადიონი: სან მამე, ბილბაო

მთავარი მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი

პირდაპირი ტრანსლიაცია: NTV+Football3

 

ბილბაოს "ატლეტიკმა" წარმატებული სერიის შემდეგ, ბოლო სამ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა. "ვალენსიასთან" სკანდალური მატჩის შემდეგ, ბასკები "ესპანიოლთან" დამარცხდნენ 0:1 და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზე არიან 40 ქულით. "ატლეტიკის" მიზანი არის ესპანეთის სამეფო თასის მოგება, ეროვნულ ჩემპიონატში კი ერნესტო ვალვერდეს გუნდი ეცდება ღირსეულად ბრძოლას და რამდენიმე გამარჯვების მოპოვებას. ბასკებს სერიოზული დანაკლისი აქვს, რადგან ბალენსიაგა, იტურასპე და მუნიაინი იმყოფებიან ლაზარეთში, გარდა ამისა დე მარკოსია დისკვალიფიკაცირებული და კიდევ კარგი, რომ ადურისი უბრუნდება გუნდს. დაცვის მარცხენა ფრთაზე, მოსალოდნელია აურტენეჩეს ხილვა.

 

პაბლო ფრანკოს ხელმძღვანელობით, "ხეტაფემ" ბოლო სამ ტურში შვიდი ქულა მოიპოვა და პრაქტიკულად გაინაღდა ადგილი ლა ლიგის მომდევნო სეზონისთვის. მადრიდელები 36 ქულით მე-13 პოზიციაზე არიან და რვა ქულით უსწრებენ გასავარდნ ზონას. შესანიშავი ფორმა აქვს აკრეფილი დიეგო კასტროს, რომელიც ტრავმის შემდეგ კარგად დაუბრუნდა გუნდს და ცენტრის ლიდერია. დღეს, "ხეტაფეს" საკმაოდ სერიოზული დანაკლისი აქვს, "ატლეტიკის" მსგავსად. ვალერა, იოდა, ლაფიტა და ალვარო ვასკესი არიან ტრავმირებულნი. გარდა ამისა, ნალდო გახლავთ დისკვალიფიკაცირებული. ნალდოს და ვასკესის დანაკლისი ძალიან სერიოზულია. სამაგიეროდ, ივან ლოპესია მზად და ესკუდერომ მოიხადა დისკვალიფიკაცია.

 

სან მამეზე საინტერესო და უხვგოლიანი მატჩი უნდა შედგეს, რადგან ორივე გუნდს უყვარს შეტევა და თანაც შეცდომებსაც ხშირად უშვებენ დაცვაში.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ატლეტიკი: ირაისოსი - ირაოლა, ეჩეიტა, ლაპორი, აურტენეჩე - სან ხოსე, მიკელ რიკო - ინაკი უილიამსი, ბენია, იბაი გომესი - ადურისი.

 

ხეტაფე: გუაიტა - ვიგარაი, ვალასკესი, ალექსისი, ესკუდერო - ხუან როდრიგესი, ლაკენი - პედრო ლეონი, დიეგო კასტრო, სარაბია - ბაბა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო ექვსი საშინაო თამაშიდან ლა ლიგაში, "ატლეტიკმა" სამი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.

 

  • "ხეტაფეს" კი, ბოლო შვიდი გასვლითი თამაშიდან ორი აქვს მოგებული და ხუთი წაგებული.

 

  • ბილბაოს "ატლეტიკმა" ზედიზედ სამი თამაში მოუგო "ხეტაფეს" ლა ლიგაში.

 

ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი 38 9
2 ლიონელ მესი ბარსელონა 34 4
3 ნეიმარი ბარსელონა 18 0
4 ანტუან გრიზმანი ატლეტიკო 18 0
5 კარლოს ბაკა სევილია 17 5

https://fci.ge/uploads/spain-liga-bbva.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi