FCI.ge
FCI.ge
ლუის ენრიკე: ვალენსია - ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია |
ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის თამაშის წინ, კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენციაზე შეაქო მისი გუნდის მეტოქე "ვალენსია".
"ეს მატჩი - შვიდიდან ერთ-ერთი გადამწყვეტია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. "ვალენსია" - ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ის ძალიან კარგად თამაშობს დაცვაში და სახიფათოა შეტევაში. რთული დაპირისპირება გველოდება.
ჩემთვის, ჯერჯერობით არ არსებობს "პსჟ"-სთან განმეორებითი შეხვედრა. მხოლოდ ორშაბათიდან დავიწყებთ ფრანგებზე საუბარს. პირველი მატჩის შედეგი კარგია, მაგრამ არაფრის გარანტიას არ იძლევა.
"ვალენსია" დასვენებულია, რადგან ისინი კვირაში მხოლოდ ერთხელ თამაშობენ. თუმცა, მივეჩვიეთ მოკლე დასვენებებს", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.