FCI.ge
FCI.ge
ანჩელოტი: მე და კასილასი შემდეგ სეზონშიც რეალში ვიქნებით |
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ უარყო ჭორები იმის თაობაზე, რომ ზაფხულში დატოვებს "სამეფო კლუბს".
"საკუთარ თავს შემდეგ სეზონშიც აქ ვხედავ, იკერ კასილასთან და დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც კარგ ფეხბურთს თამაშობენ.
არ მინდა, რომ მეკარეები პირველ, მეორე და მესამე ნომრებად დავყო. სამი კარგი კიპერი მყავს და მათი სრულიად კმაყოფილი ვარ. ახალი მეკარის დამატებაზე, არანაერი მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია", - განაცხადა იტალიელმა.
უკვე არაერთხელ დაიწერა ესპანურ პრესაში, რომ პაპა კარლოს სამწვრთნელო სკამი სერიოზულად შეირყა, მაგრამ ამის მიზეზი ცოტა რთული ასახსნელია. "რეალი" ჯერჯერობით აგრძელებს იმ გზას, რომლის ბოლოს არავინ გასულა - ზედიზედ ორჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.