FCI.ge
FCI.ge
რონალდინიო კარიერის დასრულებას არ აპირებს |
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, "კერეტაროს" შემტევი ნახევარმცველი რონალდინიო, არ აპირებს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას.
"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჭორები ჩემი კარიერის დასრულების თაობაზე - არ არის მართალი. ახლა, ბედნიერი ვარ და სპორტიდან წასვლაზე არც კი ვფიქრობ.
არ ვიცი გამომივა თუ არა ფეხბურთის თამაში კიდევ ხუთი-ექვსი წელიწადი, მაგრამ როდესაც საქმეები ნორმალურად მიდის, წასვლის მიზეზები არ გამაჩნია", - განაცხადა "გაუჩომ".
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, რონალდინიომ მექსიკურ "კერეტაროსთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.