FCI.ge
FCI.ge
ბეკენბაუერი: კლოპი ბაიერნში არ მოვა |
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა, შეაფასა იურგენ კლოპის გადაწყვეტილება, რომელიც სეზონის ბოლოს დატოვებს დორტმუნდის "ბორუსიას".
"ყველას კარგად ესმის, რომ კლოპი "ბაიერნში" არ მოვა, რადგან ჩვენ ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს გვარდიოლას სახით.
იმედი მაქვს, რომ ახალ გამოწვევას, ის გერმანიაში მიიღებს, რადგან იურგენი სჭირდება ეროვნულ ჩემპიონატს. კლოპი - მშვენიერი მწვრთნელია, ძალიან, ძალიან კარგი მენტალიტეტით.
მისი კარგად მესმის, რადგან შვიდი წლის განმავლობაში ერთი გუნდის გაწვრთნა - ძალიან ხანგრძლივი პერიოდია. ის ისეთივე მოტივირებულია, როგორც ადრე, მაგრამ მოთამაშეები აღარ არიან ისეთები, როგორებიც წლების წინ იყვნენ.
კლოპი დააკვირდა საკუთარ ფეხბურთელებს და დაინახა, რომ მათი ჩვეულ დონეზე დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. მან განაცხადა: "ბევრი რამ გავაკეთე შვიდი წლის მანძილზე, მაგრამ ეს ყველაფერი დასრულდა".
იგივე მომივიდა მეც. ექვსი წელი ვმუშაობდი გერმანიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ მივხვდი, რომ მოთამაშეებს მოტივაცია აღარ ჰქონდათ და ამას ვეღარ დავუბრუნებდი. სწორედ ამიტომ წამოვედი მაშინ. კლოპიც მიხვდა, რომ უკვე ყველაფერი გააკეთა და სჭირდება ახალი გამოწვევა", - განაცხადა კაიზერ ფრანცმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.