FCI.ge
FCI.ge
მესიმ მე-400 ოფიციალური გოლი გაიტანა ბარსას მაისურით |
ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის მატჩში, "ვალენსიას" წინააღმდეგ, ლიონელ მესიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0 და გაიტანა მე-400 გოლი "ბლაუგრანას" მაისურით, ოფიციალურ თამაშებში.
არგენტინელი ვარსკვლავი ფენომენალურ ფორმაში იმყოფება და დღევანდელი შეხვედრაც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, რომელიც ლოგიკურად დააგვირგვინა გატანილი გოლით.
"400 გოლი გავიტანე "ბარსელონას" მაისურით და კიდევ ბევრის გატანის იმედი მაქვს. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ მატჩში სამი ქულა მოვიპოვეთ", - დაწერა ლეომ "ფეისბუქის" გვერდზე.
ეს გოლი, 35-ე გამოდგა მისთვის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში და კრიშტიანო რონალდოს უკვე სამით ჩამორჩება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.