FCI.ge
FCI.ge
ბრავო: ვალდებული ვიყავი პენალტი ამეღო |
კატალონიის "ბარსელონას" გოლკიპერმა, კლაუდიო ბრავომ, შეაფასა საკუთარი გუნდის დღევანდელი მატჩში "ვალენსიას" წინააღმდეგ.
"ბლაუგრანას" ძალიან გაუჭირდა, მაგრამ 2:0 იმარჯვა საბოლოოდ. თუმცა, პირველ ტაიმში, 1:0-ზე, ჩილელმა მეკარემ დანიელ პარეხოს მიერ შერულებული პენალტი მოიგერია და საკუთარი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში.
"ვიცოდით, რომ "ვალენსიასთან" მატჩში ძალიან რთული იქნებოდა. ეს ძლიერი და ენერგიული მოწინააღმდეგეა. "პსჟ"-სთან შეხვედრაში, ძალიან დიდი ძალები დავტოვეთ, ამიტომ ორმაგად ბედნიერები ვართ ამ მოგებით.
ჩემი ამოცანა - გუნდის რთულ მომენტში დამშვიდებაა და სიტუაციის განეიტრალება. როდესაც შენს კარში პენალტი ინიშნება, თავში ბევრი აზრი გიტრიალებს, მაგრამ მთავარი - დარტყმის მოგერიებაა. ეს გადამწყვეტი მომენტი იყო.
კარგი ფორმა ავკრიფეთ, ამიტომ ვალდებული ვიყავი, რომ ამ ეპიზოდში ამეღო პენალტი", - განაცხადა ბრავომ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.