FCI.ge
FCI.ge
ბუსკეცი: ვალენსია პირველ ტაიმში უკეთესი იყო |
კატალონიის "ბარსელონას" ჩამშლელმა ნახევეარმცევლმა, სერხიო ბუსკეცმა, ისაუბრა ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაზე, "ვალენსიას" წინააღმდეგ.
კამპ ნოუზე, "ბლაუგრანამ" ძალიან რთული ბრძოლა გადაიტანა და საბოლოოდ 2:0 იმარჯვა, პირველ და ბოლო წუთებზე გატანილი გოლების წყალობით.
"წინ კიდევ ბევრი თამაშია. დღევანდელ მატჩში, ბევრი ბრძოლა და ორთაბრძოლა იყო. პირველ ნახევარში, "ვალენსია" ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ შესვენების შემდეგ, "ბარსელონა" გონს მოეგო და სრულიად აკონტროლებდა მატჩის ბედს", - განაცხადა ესპანელმა მოთამაშემ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.