FCI.ge
FCI.ge
რუნი: მანჩესტერმა სეზონის საუკეთესო თამაში აჩვენა |
"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი ძალიან კმაყოფილია საკუთარი გუნდის თამაშით გუშინდელ შეხვედრაში, რომელიც "წითელმა ეშმაკებმა" 0:1 წააგეს სტემფორდ ბრიჯზე.
"ვდომინირებდით მინდორზე, უფრო მეტი მომენტი შევქმენით და დავამტკიცეთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია მომატება. ვამაყობ გუნდით, რადგან ნამდვილად მიგვყავდა თამაში. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში იყო სეზონში, ინგლისის მომავალი ჩემპიონის წინააღმდეგ.
ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავდა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას მინდორზე, უკვე მაქვს ნათქვამი, რომ მწვრთნელს სურს ჩემი ნახევარდაცვაში ხილვა და პრეტენზიები არ გამაჩნია", - განაცხადა უეინმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.