FCI.ge
FCI.ge
მოურინიო: მანჩესტერს დროის 99%-ს განმავლობაში შეუძლია ბურთის ფლობა |
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კმაყოფილია "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოპოვებული გამარჯვებით, მიუხედავად იმისა, რომ "ლურჯებმა" დაცვიდან ითამაშეს.
თამაშის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" დროის 70% ფლობდა ბურთს, მაგრამ ერთადერთი გოლი ედენ აზარმა გაიტანა და ამის შემდეგ "ჩელსი" დამაჯერებლად იცავდა თავს.
"მიყვარს "წითელი ეშმაკები". "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია, რომ დროის 99% აკონტროლოს ბურთი, ამაში ვერანაერ პრობლემას ვერ ვხედავ. სტრატეგიული გათვლების დროს სტატისტიკა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია - ქულები.
"მანჩესტერ იუნაიტედი" კარგად მოემზადა მატჩისთვის. ჩვენ მთელი გულით ვთამაშობდით, კარგად ვიბრძოდით და იმაზე ვიყავით კონცენტრირებულნი თუ რისი მიღწევა გვინდოდა.
ვიცოდით, რომ მათ კარგად იცოდნენ ბურთის დაჭერა. ჩვენ კი, ვეცადეთ, რომ გვეთამაშა საპირისპიროდ და გეგმას ბოლომდე მივყევით. ქულები გვჭირდებოდა და მთლიანად სამი მოვიპოვეთ", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.