FCI.ge
FCI.ge
ვან გაალი: საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იმარჯვებს |
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ძალიან კმაყოფილია საკუთარი გუნდის თამაშით სტემფორდ ბრიჯზე, მაგრამ იმედგაცრუებულია შედეგით - 0:1.
"რათქმაუნდა, "ჩელსი" ჯერ არ არის ჩემპიონი. შეგვიძლია 15 ქულის მოპოვება, მათ კი, ისე როგორც ადრე, 18 ქულის დაკარგვა.
ჩვენი მთავარი ამოცანა - პროგრესირება იყო და ეს გამოგვივიდა. ჩვენ საუკეთესო გუნდი ვიყავით მინდორზე, მაგრამ წავაგეთ. ფეხბურთში შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. ყოველთვის საუკეთესო გუნდი ვერ იმარჯვებს.
ეს იყო გუნდის საუკეთესო თამაში ამ სეზონში, ამიტომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ შედეგით. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ყოველი კვირის შემდეგ მივდიოდით წინ და ეს მთავარია", - განაცხადა ლუიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.