FCI.ge
FCI.ge
ვენგერი: რედინგი მზად იყო თავი გაეწირა |
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, შეაფასა საკუთარი გუნდის გამარჯვებ ასოციაციის თასის ნახევარფინალში, "რედინგის" წინააღმდეგ.
"მეთოფეებს" საკმაოდ გაუჭირდათ, მაგრამ დამატებით დროში მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. გადამწყვეტი ბურთი ალექსის სანჩესმა შაეგდო, რომელიც საუკეთესო იყო მინდორზე.
""რედინგმა" მოტივაციის აბსოლიტურად სხვა დონე აჩვენა, ვიდრე თავად ვნახეთ მეტოქის შესწავლის დროს. ეს იყო ცხოვრების უკანასკნელი შანსი, ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ.
თუ თქვენ გახვედით ფინალში, მისი მოგებაც შეგიძლიათ, უფროსწორად გინდათ. ჯერ ადრეა თასის გადამწყვეტ მატჩზე საუბარი, მთავარია ჩემპიონატის კარგად დასრულება, რის შემდეგაც ფინალზე ვიფიქრებთ", - განაცხადა ვენგერმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.