FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ინგლისის პრემიერ ლიგა: 19 აპრილის მატჩების პრევიუ

19-04-2015
0 კომენტარი

ინგლისის პრემიერ ლიგის მოკლე, 33-ე ტური დღეს დასრულდება ორი თამაშით. ჯერ "მანჩესტერ სიტის" ვიხილავთ საქმეში, შემდეგ კი "ტოტენჰემს".

 

მანჩესტერ სიტი Vs ვესტ ჰემი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXXIII ტური

თარიღი: 16:30 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: ეტიჰადი, მანჩესტერი

მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი

პირდაპირი ტრანსლიაცია: NTV+ Football1

 

"მანჩესტერ სიტი" კატასტროფულ მდგომარეობაშია, მანუელ პელეგრინის გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში წააგო პრემიერ ლიგაში, თანაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" - 2:4. ამ მარცხის შემდეგ, "ცისფრები" ოთხი ქულით ჩამორჩნენ "წითელ ეშმაკებს", მაგრამ დღეს გამარჯვების შემთხვევაში სხვაობას მინიმუმამდე დაიყვანენ. "მანჩესტერ სიტის" უამრავი პრობლემა აქვს და ამ ყოველივემ გამოიწვია გუნდის კატასტროფული სათამაშო ფორმა. პირველ რიგში, ია ია ტურეს ცუდი თამაში უნდა ავღნიშნოთ, კოტ'დიუვარელზე ძალიან არის დამოკიდებული გუნდი და მისი ცუდი თამაში ცხადია აისახება "მანჩესტერ სიტის" შედეგებზე. თუმცა, მხოლოდ ტურეს ვერავინ დაადებს ხელს, დაცვის ხაზი მთელი სეზონის განმავლობაში არასტაბილური და არადამაჯერებელია, ვინსენ კომპანიც კი ალბათ ყველაზე ცუდ სეზონს ატარებს ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ძალიან რთულია იმის თქმა რამდენად სწორი იქნება პელეგრინი ზაფხულში განთავისუფლება, მაგრამ თუ "მანჩესტერ სიტი" ვერ მოვხდება ჩემპიონთა ლიგაზე, მაშინ ჩილელის წასვლა გარდაუვალი იქნება. ამჟამად, "სიტი" ოთხი ქულით უსწრებს "ლივერპულს" და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. პრობლემები გუნდს ბევრი აქვს, კომპანი სავარაუდოდ სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს კუნთის ტრავმის გამო, გაილ კლიში, ჯეიმს მილნერი, სტევან იოვეტიჩი და ვილდფრიდ ბონი კი გამოტოვებენ ამ შეხვედრას. მოსალოდნელია მინდორზე ჯეკოს ხილვა ან უბრალოდ ერთი თავდამსხმელით თამაში.

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ვეტ ჰემმა" ძველი ფორმა აღიდგინა და ორ ტურში ერთადერთი ქულა მოიპოვა. "ლესტერთან" მარცხის შემდეგ, ლონდონელებმა შინ ფრედ 1:1 ითამაშეს "სტოკთან". სემ ელერდაისის გუნდს არანაერი მოტივაცია არ გააჩნია, უბრალოდ მნიშვნელოვანია სეზონის ცხრილის ზედა ნაწილში დასრულება და რამდენიმე კარგი თამაშის ჩატარება. "ვესტ ჰემსაც" სერიოზული საკადრო პრობლემები გააჩნია, რადგან ჯეიმს ტომკინსის და ენდი ქეროლის სია, დიაფრა სახომ შეავსო წინა ტურში. დანაკლისი რათქმაუნდა სერიოზულია, მაგრამ არა კატასტროფული, ელერდაისს ჰყავს საჭირო მოთამაშეები და ვნახოთ როგორ სასტარტო თერთმეტეულს დააყენებს.

 

"მანჩესტერ სიტი" ფავორიტია, მაგრამ არავინ იცის ასეთ ფორმაში რას გააკეთებს ინგლისის მოქმედი ჩემპიონი, თანაც "ვესტ ჰემი" თავისუფლად ითამაშებს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერ სიტი: ჰარტი - საბალეტა, დემიჩელისი, მანგალა, კოლაროვი - ტურე, ფერნანდო - ნავასი, სილვა, ნასრი - აგუერო.

 

ვესტ ჰემი: ადრიანი - ჯენკინსონი, რიდი, კოლინსი, კრესველი - სონგი, კუიატე, ნობლი - დაუნინგი - ნოლანი, ენერ ვალენსია.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ვესტ ჰემს", არასოდეს შეუსრულებია "მანჩესტერ სიტისთვის" დუბლი პრემიერ ლიგაში. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი კი, "ჩაქუჩებმა" 2:1 მოიგეს საკუთარ მოედანზე.

 

  • "ვესტ ჰემს", ყველაზე მეტი, შვიდი ქულა აქვს დაკარგული მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე.

 

  • "ვესტ ჰემს" ყველაზე მეტი, 15 თავური გოლი აქვს გატანილი პრემიერ ლიგაში, "სიტის" კი მხოლოდ - ოთხი.

 

  • "მანჩესტერ სიტის" ზედიზედ ექვსი თამაში აქვს მოგებული "ვესტ ჰემთან" პრემიერ ლიგაში, საკუთარ მოედანზე.

 

 

ნიუკასლი Vs ტოტენჰემი

 

ჩემპიონატი: ინგლისის პრემიერ ლიგა, XXXIII ტური

თარიღი: 19:00 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: სენტ-ჯეიმს პარკი, ნიუკასლი

მთავარი მსაჯი: კევინ ფრენდი

პირდაპირი ტრანსლიაცია: NTV+ Football1

 

"ნიუკასლი" აგრძელებს საშინელ სერიას და დერბის წაგების შემდეგ, უშანსოდ დამარცხდა ენფილდზე - 0:2. "ჯორდების" მარცხთა სერია პრემიერ ლიგაში, უკვე ხუთ მატჩს შეადგენს და შესაძოა ჯონ კარვერმა სეზონი ვერც კი ჩაამთავროს თუ ასე გაგრძელდა. "ნიუკასლი" 35 ქულით მე-14 ადგილზეა და შვიდი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას, ამიტომ კიდევ რამდენიმე მარცხი და სიტუაცია შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, კარვერმა დროზე უნდა მოიყვანოს გუნდი გონს და დადოს თუნდაც მინიმალური შედეგი, რათა "ნიუკასლის' ქომაგები სეზონის ბოლოს მშვიდად იყვნენ. გუნდს საკმაოდ სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე, დაემატა ერთ-ერთი ლიდერის, მუსა სისოკოს ორმატჩანი დისკვალიფიკაცია, რომელმაც "ლივერპულთან" წითელი ბარათი მიიღო. სამაგიეროდ, ფაბრისიო კოლოჩინიმ მოიხადა სასჯელი და კარვერს სწორედ არგენტინელის იმედი აქვს ჰარი კეინის წინააღმდეგ. ალნვიკი, დამეტი, ჰაიდარა, სტივენ ტეილორი, ტიოტე, სიმ დე იონგი და აარონსი კვლავ ტრავმირებულნი არიან, სისე კი დისკვალიფიკაციის მოხდას აგრძელებს.

 

სანაკრებო პაუზის შემდეგ, "ტოტენჰემმა" ორი ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა, ჯერ "ბარნლისთან" გააგორა უგოლო ფრე, შემდეგ კი "ასტონ ვილასთან" დამარცხდა საკუთარ მოედანზე - 0:1. ამ წაგების შემდეგ, "ტოტენჰემის" საჩემპიონთა ლიგო ამბიციები წესით უნდა დასრულდეს, რადგან გუნდმა ძალიან კარგი შანსი გაუშვა. ამჟამად, "ქათმები" მეშვიდე პოზიციაზე არიან 54 ქულით და სამით ჩამორჩებიან "ლივერპულს", რომელიც მეხუთეზეა. მაურისიო პოჩეტინოს პირველი სეზონი, ასე თუ ისე წარმატებული გამოდის, მაგრამ რათქმაუნდა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საბოლოო შედეგი, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს არგენტინელი სპეციალისტის ბედი. "ტოტენჰემს" შესაძლოა კვალვ ვერ დაეხმარონ უგო ლორისი და იან ვერტონგენი, აგრეთვე უოლქერის თამაშია საეჭვო.

 

ვნახოთ როგორი მატჩი გამოვა სენტ-ჯეიმს პარკზე, მაგრამ ორივე გუნდს მხოლოდ სამი ქულა აწყობს, ამიტომ სანახობაც წესით უნდა იყოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ნიუკასლი: კრული - იანმაატი, კოლოჩინი, უილიამსონი, რაიან ტეილორი - ქოლბექი, აბიდი - ობერტანი, კაბელა, სემი ამეობი - აიოზე პერესი.

 

ტოტენჰემი: ვორმი - ქირიქეში, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - მეისონი, ბენტალები - თაუნსენდი, ერიკსენი, ჩადლი - კეინი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო რვა გასვლითი თამაშიდან "ნიუკასლის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში, "ტოტენჰემმა" ერთადერთი მოიგო (2ფ, 5წ), თუმცა გასულ სეზონში.

 

  • "ნიუკასლს" კიდევ ერთი მარცხი სჭირდება, რათა გაიმეოროს გასული გაზაფხულის შედეგი - ზედიზედ ექვსი მარხცი.

 

  • "ტოტენჰემს" 202 წუთიანი მშრალი სერია აქვს პრემიერ ლიგის გასვლით თამაშებში.

 

ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტი 19 4
2 დიეგო კოსტა ჩელსი 19 0
3 ჰარი კეინი ტოტენჰემი 19 2
4 ჩარლი ოსტინი ქუინს პარკ რეინჯერსი 17

3

5 ალექსის სანჩესი არსენალი 14 0

https://fci.ge/uploads/english-premier-league.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi