FCI.ge
FCI.ge
გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 29-ე ტური დღეს დასრულდება ორი მატჩით, საიდანაც ორივე იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო. ამ ტურში უკვე ორი უგოლო ფრე ვიხილეთ, ამიტომ მეტი აღარ არის საჭირო.
ვერდერი Vs ჰამბურგი
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXIX ტური
თარიღი: 17:30 საათი, 19 აპრილი
სტადიონი: ვეზერ-შტადიონი, ბრემენი
მთავარი მსაჯი: ვოფლგანგ შტარკი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2; NTV+ Football2
მეორე წრის შთამბეჭდავი სტარტის შემდეგ, ბრემენის "ვერდერმა" მოუკლო, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ბოლო ოთხ ტურში, ვიქტორ სკრიპნიკის გუნდმა მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა, წინა ტურში კი "შტუტგარტთან" დამარცხდა დრამატულად სტუმრად - 2:3. უკრაინელი სპეციალისტის მონდომებამაც ვერ მოახერხა დაცვის ხაზის თამაშის გამოსწორება, ვესტერგაარდი ჩანდა, როგორც იმედი, მაგრამ მანაც მოუკლო. "ვერდერის" მთავარი ფასეულობა არის გუნდის სათამაშო სტილი და ბრძოლისუნარიანობა, რის ხარჯზეც "ბრემენელი მუსიკოსები" 35 ქულით მეათე პოზიციაზე არიან და ჯერ კიდევ აქვთ ევროპის ლიგაზე გასვლის შანსები. გუნდის ლაზარეთში კვლავ კალდიროლა, გარსია, ლორენსენი და ბარტელსი არიან.
მას შემდეგ, რაც მთავარი მწვრთნელის მოვალეობები პეტერ კნებელმა ჩაიბარა, "ჰამბურგმა" ორი მატჩი წააგო ნულზე და გუნდის ხელმძღვანელობამ ბრუნო ლაბადის უხმო საშველად. ლაბადია კარგად იცნობს "ჰამბურგს" და გუნდის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, მას ძირითადად ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად უწევდა ხოლმე ბრძლა. სიტუაცია ძალიან რთულია, გუნდი ბოლო ადგილზეა 25 ქულით და არანაერი იმედის ნაპერწკალი არ ჩანს. საშინელი მდგომარეობა დაცვაში და კიდევ უფრო უარესი შეტევაში. ამას საკადრო პრობლემებიც ემატება: დიკმაიერი, მარსელო დიასი და ნიკოლაი მიულერი არიან ლაზარეთში, ჯურუ კი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს. ვნახოთ როგორი იქნება ლაბადიას დაბრუნება.
ფავორიტის დასახელება რთულია, რადგან ორივე გუნდი ცუდ ფორმაშია, მაგრამ გამარჯვება სჭირდებათ და წესით ძალიან სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ვერდერი: ვოლფი - გებრე სელასიე, ლუკიმია, ვესტერგაარდი, სტერნბერგი - ფრიტცი, ბრაგფრედე, იუნუზოვიჩი - იოზტუნალი - ზელკე, დი სანტო.
ჰამბურგი: ადლერი - ვესტერმანი, კლებერი, რაიკოვიჩი, ოსტრჩოლეკი - ჟირაჩეკი, კაჩარი - შტიბერი, ჰოლტბი, ილიჩევიჩი - ლასოგა.
საინტერესო ფაქტები:
ვოლფსბურგი Vs შალკე
ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXIX ტური
თარიღი: 19:30 საათი, 19 აპრილი
სტადიონი: ვოლფსვაგენ არენა, ვოლფსბურგი
მთავარი მსაჯი: კრისტიან დინგერტი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Eurosport2; NTV+ Football2
ხუთშაბათს, "ვოლფსბურგმა" ძალიან მძიმე დარტყმა მიიღო, რადგან საკუთარ მოედანზე 1:4 განადგურდა "ნაპოლისთან", ევროპის ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში. თუმცა, როგორც გუნდის თავკაცმა, დიტერ ჰეკინგმა აღნიშნა მატჩს შემდეგ, ასეთი გაკვეთილები სასარგებლოა, "ვოლფსბურგი" ახლა იწყებს საკუთარი სიტყვის თქმას ევროპულ ფეხბურთში, ამიტომ ეგრევე მწვერვალზე ასვლას ვერავინ მოთხოვს "მგლებს". ბუნდესლიგაში, გუნდმა ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და სტუმრად 2:0 დაამარცხა "ჰამბურგი". "ვოლფსბურგი" 60 ქულით მეორეა და დღეს მოგების შემთხვევაში შეუძლია, რომ გაზარდოს სვაობა კონკურენტებთან, რომლებიც უკვე არც ისე შორს არიან. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჰეკინგის გუნდმა დაკარგოს მეორე ადგილი, ამიტომ მთავარი მიზანი - გერმანიის თასია, რომელიც ტიტულია და რათქმაუნდა "ვოლფსბურგს" ძალიან სერიოზულ ფსიქოლოგიურ ძალას შესძენს. დღეს კი, გუნდს კვალვ ფელიპესა და ჰანტის გარეშე მოუწევს თამაში, მაგრამ მთავარი შემსრულებლები მინდორზე იქნებიან.
გელზენკინხენის "შალკეს" ბოლო ოთხი თამაში ვერ მოიგო ბუნდესლიგაში, ზედიზედ სამი ტურია არ გაუტანია გოლი და სამქე იქამდე მიდის, რომ სეზონის ბოლოს რობერტო დი მატეოს კარისკენ მიუთითებენ და სამახსოვროდ დარჩება სანტიაგო ბერნაბეუს დაუვიწყარი საღამო. "შალკე" 41 ქულით უკე მეექვსე ადგილზეა და დღეს თუ ვერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ყველანაერ შანს დაკარგავს. "ბაიერსა" და "მ.ბორუსიას" მესამე-მეოთხე ადგილებეზე, 54-54 ქულა აქვთ, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 15 ქულაა გასათამაშებელი, პლიუს ამას დღევანდელი თამაში. ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება და დი მატეოც გადავიდა ოთხ მცველიან ტაქტიკაზე. გიფერი, აიჰანი, კირჰხოფი, ობასი ლაზარეთში არიან, ჩუპო-მოტინგმაც ტრავმა მიიღო, მარკო ჰოიგერი კი დისკვალიფიკაცირებულია. საინტერესოა, როგორ შემადგენლობას შეარჩევს იტალიელი სპეციალისტი.
ეს იქნება ტურის ცენტრალური თამაში და სამ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. "ვოლფსბურგი" იბრძოლებს, რათა აღიდგინოს პრესტიჟი, "შალკეს" კი უბრალოდ სხვა გზა არ აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ვოლფსბურგი: ბენალიო - ვიერინია, ნალდო, კნოხე, რ.როდრიგესი - გილავოგი, ლუის გუსტავო - კალიჯური, დე ბრუინი, შურლე - დოსტი.
შალკე: ფიარმანი - ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, კოლასინაჩი - ნოიშტეტდერი, აოგო - ფარფანი, მაქს მაიერი, სანე - ჰუნტელაარი.
საინტერესო ფაქტები:
გერმანიის ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირები
№ | ფეხბურთელი | გუნდი | გოლი | პენალტით |
1 | ალექსანდრ მაიერი | აინტრახტი | 19 | 3 |
2 | არიენ რობენი | ბაიერნი | 17 | 2 |
3 | რობერტ ლევანდოვსკი | ბაიერნი | 16 | 0 |
4 | ტომას მიულერი | ბაიერნი | 13 | 3 |
5 | პიერ-ემერიკ ობამეიანგი | დ.ბორუსია | 13 | 0 |
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.