FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

იტალიის სერია ა: 19 აპრილის მატჩების პრევიუ

19-04-2015
0 კომენტარი

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტური დღეს გაგრძელდება, შვიდი მატჩით. რაღათქმაუნდა ყველა ელოდება საღამოს და ტურის მთავარ მატჩს, მაგრამ იქამდეც კარგი დაპირისპირებები ელოდებათ კალჩიოს მოყვარულებს.

 

სასუოლო Vs ტორინო

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXI ტური

თარიღი: 14:30 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: ჩიტა დელ ტრიკოლორე, რეჯიო ემილა

მთავარი მსაჯი: ჯამპაოლო კალვარესე

პირდაპირი ტრანსლიაცია: NTV+ Football3

 

"სასუოლო" აგრძელებს არასტაბილურად გამოსვლას და მოგების შემდეგ მარცხის მიყოლებას. თუმცა, ეს იტალიური ფეხბურთისთვის კარგია, რადგან ასეთი გახსნილი გუნდები ყოველთვის ალამაზებენ კალჩიოს. წინა ტურში, "სასულომ" 1:2 წააგო ბერგამოში "ატალანტასთან" და 35 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება. "სოფლელების" მიზანი ჩემპიონატის მაქსიმალურად კარგად დასრულებაა, რათა შემდეგი სეზონისთვის კარგი საფუძველი შეიქმნან. ეუსებიო დი ფრანჩესკო აყალიბებს გუნდს, რომელიც სტაბილურად იასპარეზებს სერია ა-ში და ექნება საკუთარი, შემტევი სათამაშო სტილი, რაც ორმაგად სასიამოვნოა. წინა ტურში, სიმონე მისიროლიმ მიიღო წითელი ბარათი და ავტომატურად გამოტოვებს ამ შეხვედრას, გარდა ამისა, პეგონო, ტერანოვა, ანტეი და ვრსალკო არიან ტრავმირებულნი. გარდა ამისა, მაგნანელის და ტაიდერის თამაშია სეაჭვო. შესაძლოა, დი ფრანჩესკოს წამყვანი ნახევარმცველბის გარეშე მოუწიოს თამაში, რაც სერიოზული პრობლემა იქნება.

 

"სასუოლოს" მსგავსად, "ტორინოც" სერია ა-ს მიმდინარე სეზონის, განსაკუთრებით მეორე წრის მშვენებაა, საკუთარი სათამაშო სტილისა და ფორმის გამო. ტურინელებმა, ბოლო სამ ტურში შვიდი ქულა მოიპოვეს და ბოლო ტურში "რომას" აართვეს ქულები. დიახ, ჯანპიერო ვენტურას გუნდმა ყველა კომპონენტში წააგო "მგლებთან", მაგრამ ამ გუნდებს შორის სხვაობა კლასში საკმაოდ დიდია. "ტორინო" 43 ქულით მერვე ადგილზეა და აგრძელებს ბრძოლას ევროპის ლიგისთვის. ვენტურას გუნდი, "ფიორენტინას" შვიდი ქულით ჩამორჩება და გამომდინარე იქიდან, რომ თასის ფინალში "იუვე"-"ლაციო" ითამაშებენ, ეს პოზიცია გამსვლელი იქნება ევროარენაზე. ასე, რომ "ტორინოს" შანსები აქვს, არც ისე დიდი, მაგრამ მაინც. დღეს, გუნდს ომარ ელ კადური დააკლდება, რომელიც დისკვალიფიკაცირებულია, მარკო ბენაზი კი კვლავ ტრავმირებულია.

 

რეჯიო ემილაში საკმაოდ გახსნილი, სანახაობრივი თამაშია მოსალოდნელი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ "ტორინო" ჯერ ბრძოლაშია ჩაბმული და შესაძლოა ვენტურამ უფრო პრაგმატულ სტილს მიმართოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სასუოლო: კონსილი - გაცოლა, პაოლო კანავარო, აჩერბი, პელუზო - ბიონდინი, ტაიდერი, ბრიგი - ბერარდი, ძაძა, სანსონე.

 

ტორინო: პადელი - ბრუნო პერესი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი, დარმიანი - ვივესი, გაზი, ფარნერუდი - კვალიარელა, მაქსი ლოპესი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ჩიტა დელ ტრიკოლორიზე გამართულ ბოლო ხუთ შეხვედრაში, 17 გოლი გავიდა ანუ მატჩში საშუალოდ სამზე მეტი.

 

  • ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ ორი საშინაო თამაში სერია ა-ში და შესაძლოა ეს სერია გაგრძელდეს.

 

  • ბოლო ცხრა გასვლითი თამაშიდან სერია ა-ში, "ტორინოს" ერთადერთი აქვს წაგებული (5მ, 3ფ).

 

  • ამ გუნდებმა სულ სამი მატჩი ჩაატარეს ერთმანეთში სერია ა-ს ეგიდით, პირველი ორი "ტორინომ" მოიგო მშრალად, ამ სეზონის პირველ წრეში კი "სასუოლომ" იმარჯვა 1:0 ტურინში.

 

 

ემპოლი Vs პარმა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXI ტური

თარიღი: 17:00 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: კარლო კასტელანი, ემპოლი

მთავარი მსაჯი: ფაბრისიო პასკუა

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"ემპოლის" შესანიშნავი დაუმარცხებელი სერია, როგორც მოსალოდნელი იყო სანაკრებო პაუზის შემდეგ შეწყდა. "იუვესთან" 0:2 წაგების შემდეგ, "ემპოლი" რომს ეწვია და "ლაციოსთან" განადგურდა 0:4. თუმცა, ამის გამო არავი გაკიცხავს მაურისიო სარის და მის გუნდს, რადგან ამჟამად სწორედ ეს ორი გუნდია საუკეთესო იტალიის სერია ა-ში. "ემპოლი" კი, 33 ქულით მე-15 ადგილზეა და ეცდება, რომ დღეს რეაბილიტაცია მოახდინოს საკუთარი ქომაგების თვალწინ, რომლებსაც ძალიან უყვართ ფეხბურთი და მუდმივად მხურვალე მხარდაჭერას უწევენ საყვარელ კლუბს. თანაც, "ემპოლი" იმსახურებს ამას, რადგან საკმაოდ ღირეულად გამოიყურება და თამაშობს კარგ ფეხბურთს. სამწუხაროდ სიმონე ვერდია ტრავმირებული, მაგრამ საპონარა კარგად მოერგო გუნდს და შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ის არის "ემპოლის" მეათე ნომერი.

 

ერთკვირიანი სასწაულების შემდეგ, "პარმა" "ჯენოასთან" დამარცხდა 0:2 ოთხშაბათს, მაგრამ ეს გუნდი მაინც ქებას იმსახურებს. ამ მარცხამდე, "პარმამ" სამ ტურში შვიდი ქულა მოიპოვა და ტურინის "იუვენტუსიც" კი დაამარცხა - ეს უბრალოდ საოცრებაა. რობერტო დონადონის აქვს იმედი, რომ კლუბს ეშველება, მაგრამ სურს, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი ღირსეულად ჩაამთავროს, რაც მნიშვნელოვანი იქნება გუნდის მომავლისთვის. "ჯვაროსნებს" ბოლო ადგილზე 12 ქულა აქვთ და უკვე სერია ბ-ში არიან გავარდნილები, მაგრამ დანებებას არ აპირებენ, მათ არ აინტერესებს სატურნირო ცხრილი, უბრალოდ ერთგული გულშემატკივრების გახარება სურთ. დანიელე გალოპა კვლავ ლაზარეთშია, კრისტობალ ხორკერა კი დისკვალიფიკაცირებულია.

 

ვნახოთ როგორი თამაში შედგება ემპოლიში, სადაც ფავორიტი სარის გუნდია, მაგრამ "პარმა" აუცილებლად შეეცდება ქულების მოპოვებას.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ემპოლი: ზეპე - ჰისაი, რუგანი, ტონელი, რუი - ვესინო, ვალდიფორი, დანიელე გროკე - საპონარა - მაკარონე, პუკარელი.

 

პარმა: მირანტე - კასანი, ფედალი, ლუკარელი, გობი - ხოსე მაური, ლილა, ნოჩერინო - ბელფოდილი, კოდა, ვარელა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო ათი საშინაო თამაშიდან, "ემპოლიმ" მხოლოდ ერთი წააგო სერია ა-ში (4მ, 5ფ).

 

  • "პარმას" კი ბოლო ოცი გასვლითი თამაშიდან სერია ა-ში, ერთადერთი აქვს მოგებული.

 

  • სერია ა-ს ეგიდით, ეს გუნდები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც ორი მატჩი მოიგო "პარმამ", ორიც "ემპოლიმ" და ერთი დასრულდა ფრედ.

 

  • "ემპოლის" და "პარმას", ერთმანეთში არასოდეს უთამაშიათ უგოლო ფრე.

 

 

კიევო Vs უდინეზე

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXI ტური

თარიღი: 17:00 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: მარკ'ანტონიო ბენტეგოდი, ვერონა

მთავარი მსაჯი: დანიელე მაზა

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

როლანდო მარანის გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და გაინაღდა ადგილის იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში. ბოლო ექვს ტურში, ვერონელებმა 11 ქულა მოიპოვეს და მე-13 პოზიციამდე აღეზვდნენ. ბოლო ტურებში ბრწყინვალედ გამოიყურება მეჯორინი-პალოსკის დუეტი, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებაში, დაცვის ხაზის წარმატებულ თამაშზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, მარანის მოვლის შემდეგ, "კიევოს" ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს სერია ა-ში. გუნდს კვლავ ფედერიკო მატიელო ვერ ეხმარება, რომელსაც რაჟა ნაინგოლანმა მოტეხა ფეხი, გარდა ამისა სკელოტოს თამაშია საეჭვო, მაგრამ გუნდი მიეჩვია ამ უკანასკნელის გარეშე თამაშს.

 

ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, "უდინეზე" "პარმასთან" დამარცხდა, რასაც "პალერმოსთან" საშინაო მარცხიც მოჰყვა. უდინელები 34 ქულით მე-14 ადგილზე არიან და ცდილობენ, რომ მაქსიმალურად მაღლა აიწიონ სატურნირო ცხრილში, მაგრამ არ გამოსდით. ანდრეა სტრამაჩონი ვერ ცვლის გვიდოლინის ღირსეულად, რაც პრინციპში არ არის გასაკვირი. "უდინეზეს" მომავალ სეზონში უფრო გაუჭირდება, რადგან კლუბს ლეგენდა - ანტონიო დი ნატალე დატოვებს, რომლის შეცვლაც შეუძლებელია. დღევანდელ შეხვედრას, "უდინეზე" სერიოზული დანაკლისით ხვდება, რადგან ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გილერმეა დისკვალიფიკაცირებული, საეჭვოა კონეს თამაში და ერტა კვლავ ლაზარეთშია.

 

ვნახოთ მოახერხებს თუ არა "უდინეზე" წარუმატებელი სერიის შეწყვეტას, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება "კიევოსთან" გასვლაზე.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

კიევო: ბიცარი - ფაბიან ფრეი, დაინელი, სეზარი, ზუკანოვიჩი - ბირსა, მარიანო ისკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - მეჯორინი, პალოსკი.

 

უდინეზე: კარნეზისი - ვიდმერი, ვაგი, დანილო, პირისი, გაბრიელ სილვა - პინცი, ბადუ, ალანი - ტერო, დი ნატალე.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "კიევოს" ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს საკუთარ მოედანზე სერია ა-ში, ბოლო სამი მატჩი კი მშრალად ჩაატარა.

 

  • "უდინეზეს" კი ზედიზედ ხუთი გასვლითი თამაში არ მოუგია სერია ა-ში.

 

  • "კიევოს" ზედიზედ სამი თამაში არ წაუგია "უდინეზესთან" სერია ა-ში, საკუთარ მოედანზე (ერთი მოგება, ორი ფრე).

 

 

პალერმო Vs ჯენოა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXI ტური

თარიღი: 17:00 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: რენცო ბარბერა, პალერმო

მთავარი მსაჯი: ანჯელო კარველერა

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ექვსმატჩიანი მოუგებელი და სამმატჩიანი წაგებების სერია, "პალერმომ" წინა ტურში შეწყვიტა, როდესაც 3:1 მოუგო "უდინეზეს" გასვლაზე. თუმცა, ფრანკო ვასკესმა და პაოლო დიბალამ მორიგი უგოლო მატჩი ჩაატარეს, რაც ცოტათი მოულოდნელია. "არწივები" მიწაზე დაეშვნენ, 38 ქულით მე-11 ადგილზე არიან და უკვე არანაერი მოტივაცია არ გააჩნიათ. თუმცა, ჯუზეპე იაკინი რათქმაუნდა ცდილობს, რომ მომავლის გუნდი შეკრას, თანაც ალბათ განიხილავს ზაფხულში დიბალა-ვასკესის დაკარგვის ვარიანტებს, ამიტომ უფრო ხშირად აძლევს ხოლმე სათამაშო პრაქტიკას 21 წლის ანდრეა ბელოტის, რომელმაც უკვე ხუთი გოლი შეაგდო ამ სეზონში. დღეს, ბარეტო და მორგანელა დააკლდება "პალერმოს".

 

სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ, "ჯენოამ" ზედიზედ ორი საშინაო მატჩი მოიგო ერთნაერი ანგარიშით - 2:0, მაგრამ ფაქტიურად გავარდნილი "კალირისა" და "პარმას" წინააღმდეგ. ამ შეხვედრებში კარგად წამოაჩინა თავი იაგო ფალკემ, აგრეთვე დიეგო პეროტიმ, რომელიც პირველ წრეში იდეალური იყო. "პარმასთან" მოპოვებული გამარჯვება, გენუურ კლუბს ძალიან ძვირად დაუჯდა, რადგან ანდრეა ბერტოლაჩიმ და მარკო ბორიელომ მიიღეს ტრავმები, ორივე მათგანი გამოტოვებს დღევანდელ მატჩს. რონკალია დისკვალიფიკაცირებულია, ტინო კოსტა კი აგრძელებს რეაბილიტაციის პროცესს. ბერტოლაჩის ადგილს, სავარაუდოდ, კუჩკა დაიკავებს.

 

საინტერესოა როგორ სანახაობას შემოგვთავაზებენ გუნდები, რომელთაც უყვართ ლაღი და გახსნილი ფეხბურთი. იაკინი-გასპერინის დაპირისპირებაც საინტერესო იქნება, ორივე ჭკვიანი სპეციალისტია.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

პალერმო: სორენტინო - ვიტელო, ანჯელკოვიჩი, ჯ.გონსალესი, ლაზაარი - ჩოჩევი, ჯაიალო, რიგონი - ფრანკო ვასკესი, დიბალა, ქაისონი.

 

ჯენოა: პერინი - ედენილსონი, იცო, ბურდისო, დე მაიო, ბერგდიხი - რინკონი, კუჩკა - ფალკე, ნიანგი, პეროტი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "პალერმომ" ზედიზედ ორი მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა.

 

  • ბოლო შვიდი გასვლითი თამაშიდან, "ჯენოას" მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, მაგრამ ბოლო ოთხიდან მხოლოდ ერთი წააგო.

 

  • ამ გუნდების ბოლო სამი დაპირისპირება სერაი ა-ში ფრედ დასრულდა, მანამდე კი ოთხიდან ორი მოიგო "პალერმომ" და ორიც "ჯენოამ".

 

  • "პალერმოს" არასოდეს მოუგია ლუიჯი ფერარიზე "ჯენოას" წინააღმდეგ, ყველა ტურნირზე ერთად.

 

 

რომა Vs ატალანტა

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXI ტური

თარიღი: 17:00 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: სტადიო ოლიმპიკო, რომი

მთავარი მსაჯი: ანდრეა გერვასონი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports; NTV+ Football3

 

რუდი გარსიას გუნდი ნელ-ნელა მოდის გონს, მაგრამ თამაშის ხარისხი ჯერ კიდევ შორს არის იდეალურისგან. კატასტროფული სერიის შემდეგ, "რომამ" 1:0 მოუგო "ჩეზენას", იგიევ ანგარიშით და დიდი იღბალით დაამარცხა "ნაპოლი" შინ, რასაც მოჰყვა "ტორინოსთან" დაკარგული ქულები, მიუხედავად უამრავი საგოლე მომენტისა. "რომა" ამ ფრის გამო მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, მაგრამ დღეს თუ მოიგებს კვლავ უკან ჩამოიტოვებს მოსისხლე მტერს. "რომას" ურთულესი კალენდარი აქვს, ამიტომ რუდი გარსიას და მის გუნდს სერიოზული მუშაობა მოუწევთ, რათა გუნდი პირდაპირ გავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე. სამეულ ალბათ გარანტირებულია, რადგან "ნაპოლი" შვიდი ქულით არის უკან და "რომამ" ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ეს უპირატესობა გაფლანგოს. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, ამიტომ "მგლები" ყურადღებით უნდა იყვნენ. დღეს, გუნდს კასტანის, მაიკონის, სტროტმანის, კეიტას და ჟერვინიოს გარდა, დისკვალიფიკაცირებული დე როსი და მანოლასი დააკლდებიან. მოსალოდნელია იანგა-მბივას და ფლორენცის ხილვა. შეტევაში კი, სავარაუდოდ ახალგაზრდა ტრიო იმოქმედებს იბარბოს, ლიაიჩის და იტურბეს შემადგენლობით.

 

"ატალანტამ" როგორც იქნა მოიპოვა გამარჯვება, შინ 2:1 მოუგო "სასუოლოს" და უკვე ექვსქულიანი უპირატესობა აქვს გასავარდნ ზონასთან. ბერგამოელების სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია, მაგრამ ედუარდო რეიას წესით არ გაუჭირდება "ქალთევზების" სერია ა-ში დატოვება. არგენტინელი სპეციალისტი საკმაოდ გამოცდილია და მას ჰყავს სათანადო შემსრულებლები, რათა გუნდმა შემტევი და მისი ფილოსოფიისთვის შესაფერისი ფეხბურთი ითამაშოს. ჩერუბინი, ბელინი და რაიმონდი ტრავმირებულნი არიან, ბიავა, ჩიგარინი და პინილია კი დისკვალიფიკაცირებულნი. ასე, რომ რეიას სერიოზული თავსატეხი აქვს და ვნახოთ როგორ გაართმევს თავს.

 

"რომა" აშკარა ფავორიტია, მაგრამ ამ გუნდისგან უკვე არაფერია გამორიცხული, თანაც რეიამ პირველი გამარჯვება მოიპოვა "ატალანტასთან" და არავინ იცის როგორ გააგრძელებს მისი გუნდი.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რომა: დე სანკტისი - ტოროსიდისი, ასტორი, იანგა-მბივა, ჰოლებასი - პიანიჩი, ნაინგოლანი, ფლორენცი - იტურბე, ლიაიჩი, იბარბო.

 

ატალანტა: სპორტიელო - მაზიელო, ბენალუნი, სტენდარდო, დრამე - ბაზელი, კარმონა - ზაპაკოსტა, მაქსი მორალესი, ა.გომესი - დენისი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო რვა საშინაო თამაშიდან სერია ა-ში, "რომამ" მხოლოდ ერთი მოიგო, ეგეც ბოლოს "ნაპოლისთან".

 

  • "ატალანტას" ბოლო ხუთი გასვლითი თამაში არ მოუგია ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • "რომას" მიმდინარე სეზონში 12 მატჩი აქვს დასრულებული ფრედ, "ატალანტას" კი - 11.

 

  • "რომას" ზედიზედ რვა თამაში აქვს მოგებული "ატალანტასთან" სერია ა-ში, სტადიო ოლიმპიკოზე.

 

 

კალიარი Vs ნაპოლი

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXI ტური

თარიღი: 20:00 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: სანტ'ელია, კალიარი

მთავარი მსაჯი: პაოლო ვალერი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ზდენეკ ზემანის მოსვლის შემდეგ, ფაქტიურად არაფერი შეცვლილა - "კალაირი" აგრძელებს კატასტოფულად თამაშს, მაგრამ ის, რაც პარასკევს მოხდა არის - უბრალოდ ტრაგედია. გუნდის ქომაგები, პირდაპირ ბაზაზე დაესხნენ თავს ფეხბურთელებს, რაც აბსოლიტურად გაუგებარი და უღირსი საქციელია. შეხედეთ "პარმას" გულშემატკივრებს, რომლებიც სულითა და გულით უჭერენ მხარს საყვარელ კლუბს, სარდინიაში კი რა ხდება? უბრალოდ სამარცხვინო საქციელი, რომელსაც ახსნა არ აქვს. ასეთ მდგომარეობაში, "კალიარის" ძალიან გაუჭირდება სასწაულის მოხდენა და სერია ა-ში დარჩენა. ზემანის გუნდს 21 ქულა აქვს და რვით ჩამორჩება "ატალანტას". ჩეხი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ, "კალიარიმ" ოთხ ტურში ერთი ქულა აიღო და ცხრა გოლი გაუშვა. დღეს, მხოლოდ ლორენცო კრისეტიგი ვერ დაეხმარება გუნდს, რომელიც დისკვალიფიკაცირებულია.

 

"ნაპოლი" ფანტასტიკურ განწყობაზეა, რადგან ბოლო ორი თამაში ბრწყინვალე სტილში მოიგო, საკმაოდ ძლიერი კონკურენტების წინააღმდეგ. გასულ ტურში, ნეაპოლელებმა "ფიორენტინა" გაანადგურეს 3:0, ხუთშაბათს კი "ვოლფსბურგი" გაანადგურეს 4:1 გერმანიაში და ფაქტიურად მოიპოვეს ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური. ის, რომ რაფა ბენიტესი სათასო მწვრთნელია ყველამ კარგად იცის, მაგრამ ფეხბურთის მოყვარულები მემგონი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "ნაპოლის" ლიდერი ყოველთვის მარეკ ჰამშიკი იყო. ამ გუნდის ღირსებას იცავდნენ კავანი, ლავესი, ახლა არიან იგუაინი, მარტენსი, კალეხონი, მაგრამ სლოვაკი - შეუდარებელია, რაც ამ ორ შეხვედრაში ძალიან კარგად გამოჩნდა. "ნაპოლიმ" შეწყვიტა სერია ა-ში წარუმატებელი სერია და ახლა შვიდი ქულით ჩამორჩება "რომას", რომელიც ძალიან არასტაბილურია. მიჩუ კვლავ ლაზარეთშია, დღეს კი დავიდ ლოპესია დისკვალიფიკაცირებულია. მოსალოდნელია, რომ ევროპის ლიგის თამაშის შემდეგ, ბენიტესი რატაციას მიმართავს, რათა დაასვენოს რამდენიმე მოთამაშე.

 

"ნაპოლი" უდავო ფავორიტია და თუ სურს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ბრძოლის გაგრძელება, დღეს სამი ქულა უნდა მოიპოვოს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

კალიარი: ბრკიჩი - ბალცანო, კეპიტელი, დიაკიტე, აველარი - დესენა, კონტი, ეკდალი - მ'პოკუ, საუ, ფარიასი.

 

ნაპოლი: ანდუხარი - ენრიკე, კულიბალი, ბრიტოსი, სტრინიჩი - გარგანო, ჟორჟინიო - გაბიადინი, ჰამშიკი, დე გუზმანი - იგუაინი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ზდენეკ ზემანის "კალიარის", ჯერ არ მოუგია საშინაო თამაში ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • "ნაპოლის" ზედიზედ ოთხი გასვლითი მატჩი აქვს წაგებული ეროვნულ ჩემპიონატში, აქედან ბოლო სამი მშრალად. მსგავსი სერია, 2009 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

 

  • "ნაპოლის" 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს "კალიარისთან" სერია ა-ში.

 

  • ამ გუნდების ბოლო ექვს დაპირისპირებაში, 26 გოლი გავიდა.

 

 

ინტერი Vs მილანი

 

ჩემპიონატი: იტალიის სერია ა, XXXI ტური

თარიღი: 22:45 საათი, 19 აპრილი

სტადიონი: ჯუზეპე მეაცა, მილანი

მთავარი მსაჯი: ლუკა ბანტი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports; NTV+ Football3

 

მილანის "ინტერის" საშინელი სერია, წინა ტურში შეწყდა, როდესაც "შავ-ლურჯებმა" "ვერონა" გაანადგურეს სტუმრად 3:0. მაურო იკარდიმ და როდრიგო პალასიომ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარეს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი სტაბილურობა და როგორც მანჩინიმ აღნიშნა - რევოლუცია. "ინტერი" 41 ქულით მეათეა და ევროპის ლიგაზე გასვლის მინიმალური შანსები აქვს, ძალიან მინიმალური. სამწუხაროა, რომ "ინტერი" ასეთ დღეშია, მაგრამ ვნახოთ, მანჩინიმ იქნებ მოახერხოს ამ გუნდის ჭაობიდან ამოყვანა. პოტენციალი ნამდვილად არსებობს, რადგან გუარინი, შაქირი, იკარდი საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეები არიან, კოვაჩიჩი, მედელი ძალიან ნიჭიერები არიან, რანოკიას სტაბილურობა აკლია და კარში ჰანდანოვიჩია, გუნდის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც სერია ა-ში ბევრი ვერ შეედრება კარის ხაზზე. დაცვაში პრობლემები არ ელევა მანჩინი,ს დოდოს და ჟონათანის გარდა, კამპანიარომ აიკიდა ტრავმა და რამდენიმე კვირას გამოტოვებს, ტრავმირებულია კუზმანოვიჩიც. გარდა ამისა, გუარინი და ბროზოვიჩი არიან დისკვალიფიკაცირებულნი, ამიტომ რობერტოს სერიოზული თავსატეხი აქვს. მოსალდონელია ერნანეშის გამოჩენა მინდორზე, რომელსაც დიდი ხანია აღარ იყენებს ხოლმე მანჩინი.

 

ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი და დრამატული გამარჯვების შემდეგ, "მილანმა" "სამპდორიასთან" დაკარგა ქულები, მაგრამ ფილიპო ინძაგიმ დანაპირები კვლავ შეასრულა. "როსონერი" "ინტერს" ერთი ქულითა და ერთი პოზიციით აღემატება და მასაც მინიმალური შანსები აქვს ევროპის ლიგაზე მოსახვედრად. თუმცა, "ინტერისგან" განსხვავებით, "მილანს" უფრო მეტი დასამახასოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული მიმდინარე სეზონში. ადრიანო გალიანიმ უკვე დაადასტურა, რომ პიპო გუნდში დარჩება და გააგრძელებს იტალიური გრანდის განვითარებას. "როსონერისაც" ჰყავს რამდენიმე კარგი შემსრულებელი, მაგალითად ნაიჯელ დე იონგი, ჟერემი მენეზი, დაცვაში იგნაციო აბატე, ადილ რამი და ამ შემთხვევაშიც მეკარე - შესანიშნავია, როგორც დიეგო ლოპესი ასევე ვეტერანი აბიატი. დღეს, გუნდს მონტოლივო და ელ შაარავი ვერ დაეხმარებიან. აგრეთვე საეჭვოა მატია დესტროს თამაში, რომელმაც "სამპდორიასთან" ბარძაყი დაიზიანა.

 

სამწუხაროა, რომ თავის დროზე მილანურ დერბს მილიონობით ქომაგი ელოდა, ეს იყო ხოლმე ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი, უმაღლესი დონის ფეხბურთელთა ხილვა შეეძელო მაყურებელს, ახლა კი ეს რიგითი მატჩია, სადაც არაფერი წყდება, მაგრამ მაინც არ შეიძლებ ამ დერბის უბრალოდ დატოვება, ქომაგებისთვის, გამარჯვებას - უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ინტერი: ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, რანოკია, ვიდიჩი, ჟეზუსი - ერნანეში, მედელი, კოვაჩიჩი - შაქირი - პალასიო, იკარდი.

 

მილანი: დიეგო ლოპესი - აბატე, მექსესი, პალეტა, ანტონელი - ვან გინკელი, დე იონგი, პოლი - ჩერჩი, მენეზი, ბონავენტურა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • "ინტერს" ბოლო ხუთი საშანაო თამაშიდან ერთი აქვს მოგებული და ზედიზედ სამი არ მოუგია.

 

  • "მილანს" მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული გასვლაზე ბოლო 11-დან, მაგრამ ჯუზეპე მეაცაზე, ბოლო ექვსი თამაში არ წაუგია.

 

  • ბოლო შვიდი დერბიდან იტალიის სერია ა-ში, "მილანს" მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (2ფ, 4წ).

 

  • მასპინძლის რანგში, "ინტერს" ბოლო სამი დერბი არ წაუგია ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • რობერტო მანჩნის, სერია ა-ში ცხრა მილანური დერბიდან, ოთხი მოგებული აქვს და სამი წააგო.

 

იტალიის სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კარლოს ტევესი იუვენტუსი 18 2
2 ჟერემი მენეზი მილანი 16 8
3 მაურო იკარდი ინტერი 16 3
4 ლუკა ტონი ვერონა 15 3
5 პაოლო დიბალა პალერმო 13 3

https://fci.ge/uploads/italy-serie-a.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi