FCI.ge
FCI.ge
მოდრიჩი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს |
სამწუხაროდ, მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის ტრავმა, გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე მოსალოდნელი იყო.
"სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ლუკამ მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა და სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს.
ლუკამ, დაზიანება გუშინდელ შეხვედრაში მიიღო, "მალაგას" წინააღმდეგ (3:1) და პირველადი დიაგნოზის შემდეგ, მას ექვსთვიან პაუზას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა.
ლუკა მოდრიჩი მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება საკუთარ გუნდს, რადგან მინიმუმ ორი თვე დასჭირდება რეაბილიტაციისთვის. ხორვატმა, ამ სეზონში უკვე გამოტოვა სამი თვე, მაგრამ ამის მიზეზი ბარძაყის დაზიანება იყო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.