FCI.ge
FCI.ge
როჯერსი: ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაზე უნდა იზრუნოს |
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა, ისაუბრა ასოაციაციის თასის ნახევარფინალურ მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 წააგო უემბლიზე "ასტონ ვილასთან".
"საკუთარ თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუ ეს გამოგვივა, მაშინ გამარჯვებები მოვლენ. დღეს, არაშესაფერის დონეზე ვიმოქმედეთ.
ახლა, "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგაზე ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. ბოლომდე ბრძოლა - ასეთი უნიკალური კლუბის თვისებაა", - განაცხადა როჯერსმა.
პრემიერ ლიგის 33 ტურის შემდეგ, "ლივერპული" მეხუთე ადგილზეა სატურნირო ცხრილში და ამჟამად შვიდით ჩამორჩება "მანჩესტერ სიტის".
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.