FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

პრევიუ: ბაიერნი Vs პორტო

21-04-2015
5 კომენტარი

ყოველგვარი პაუზის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება და ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველოდება მიუნხენში. "პორტო", რომელმაც პირველ თამაშში გააოცა მსოფლიო და 3:1 იმარჯვა, ეცდება ამ უპირატესობის შენარჩუნებას.

 

ბაიერნი Vs პორტო

 

ჩემპიონატი: ჩემპიონთა ლიგა, საპასუხო მეოთხედფინალური მატჩი

თარიღი: 22:45 საათი, 21 აპრილი

სტადიონი: მუნხენ არენა, მიუნხენი

მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

პირდაპირი ტრანსლიაცია: კომედი არხი

 

დრაგაოზე მარცხის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნი" "ჰოფენჰაიმს" ესტუმრა და 2:0 იმარჯვა რთულ შეხვედრაში. მორიგი საშინელი შეცდომა დაუშვა დანტემ, რომელიც ძალიან დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში აღარ ითამაშებს თუ გვარდიოლა იძულებული არ იქნება. ჰოლგერ ბადშტუბერი გამოჯანმრთელდა, ამიტომ დღეს მისი ხილვაა მოსალოდნელი ჟერომ ბოატენგის გვერდით. "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრა ფილიპ ლამმა გამოტოვა, მაგრამ კაპიტანი მზად იქნება და მცირედით შეუმსუბუქებს პრობლემებს საკუთარ გუნდს. პეპ გვარდიოლას ამით ნამდვილად არ აკლდება თავსატეხი, რადგან ბენატია, ალაბა, ხავი მარტინესი, რობენი, რიბერი, შვაინშტაიგერი გამოტოვებენ შეხვედრას. იყო იმედი, რომ ფრენკ რიბერი მოახერხებდა თამაშს, მაგრამ ბოლო ინფორმაციით ეს გამორიცხულია. იგივე შეიძლება ითქვას ბასტიანზეც, მაგრამ გერმანელს ჯერ კიდევ აქვს მინდორზე გასვლის შანსი, თუნდაც მიზერული. გვარდიოლა, სავარაუდოდ, ოთხი დამცველით ითამაშებს, ცენტრში ლამი და ალონსო იმოქმედებენ, დანარჩენები კი შემტევები იქნებიან. დიდი მნიშვნელობა ექნება საწყის წუთებს და ვნახოთ როგორ დაიწყებენ მიუნხენელები, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ, მაგრამ შანსები ნამდვილად არ დაუკარგავთ.

 

"პორტომაც" რთული მატჩი ჩაატარა შაბათს და 1:0 მოუგო შინ "აკადემიკას". ერთადერთი გოლი ჰერნანის ანგარიშზეა. ხულენ ლოპეტეგიმ სრულიად დაასვენა ძირითადი შემადგენლობა და ეს ლოგიკურიც არის. "დრაკონები" ძალიან კარგ ფორმაში არიან და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. დღეს, "პორტოს" სერიოზული დანაკლისი ექნება, რადგან განაპირა მცველები: დანილო და ალექს სანდრო არიან დისკვალიფიკაცირებულნი. სწორედ ამიტომ, მოსალოდნელია მარჯვენა ფრთაზე 21 წლის რიკარდო ფერეირას გამოჩენა, მარცხნივ კი ივან მარკანო გაირჯება, რომელმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა. კრისტიან ტელო ვარჯიშებს დაუბრუნდა, მაგრამ მისი თამაში საეჭვოა. ლოპეტეგი სავარაუდოდ არაფერს შეცვლით საკუთარი ნებით, რადგან ეს საერთოდ არ არის საჭირო.

 

მიუნხენის "ბაიერნის" ქომაგებს რათქმაუნდა აქვთ იმედები, მაგრამ ძალიან რთული იქნება ამ "პორტოსთან" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმფოქვრა, მაგრამ "ბაიერნში" ამჟამად ხუთი ჯანმრთელი მსოფლიო ჩემპიონია, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საკუთარი ნაკრების წარმატებაში გასულ წელს, ამიტომ მათ ბევრი მოეთხოვებათ.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, ბერნატი - ლამი, ალონსო - მიულერი, ტიაგო, გიოტცე - ლევანდოვსკი.

 

პორტო: ფაბიანო - რიკარდო ფერეირა, მაიკონი, ინდი, მარკანო - ოლივერ ტორესი, კასემირო, ექტორ ერერა - კვარეჟმა, მარტინესი, ბრაიმი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მიუნხენს "ბაიერნი" შეეცდება, რომ ზედიზედ მეოთხედ გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

 

  • "პორტო" კი, ექვსი წლის შემდეგ პირველად თამაშობს მეოთხედფინალში და ეცდება შემდეგ ეტაპზე გასვლას. თანაც, "დრაკონებმა" იციან "რეკორდმაისტერის" გაოცება, 1987 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში, "პორტომ" სენსაციურად 1:0 მოუგო "ბაიერნს".

 

  • ეს ამ გუნდების მესამე დაპირისპირებაა ჩემპიონთა თასის/ლიგის მეოთხედფინალში, წინა ორიდან, ორივეჯერ "ბაიერნი" გავიდა შემდეგ ეტაპზე.

 

  • 1999/00 წლების სეზონში, პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა პორტუგალიაში, საპასუხო თამაში კი ძალიან დრამატულად წარიმართა. მიუნხენში 90-ე წუთისთვის 1:1 იყო, მაგრამ ბოლო წამებზე ტომაშ ლინკემ გაიტანა გადამწყვეტი ბურთი.

 

  • 1990/91 წლების სეზონში კი, პირველი თამაში ასევე ფრედ 1:1 დასრულდა მიუნხენში, პორტუგალიში კი "ბაიერნმა" 2:0 იმარჯვა კრისტიან ციგეს და მანფრედ ბენდერის გოლებით.

 

  • ორმატჩიან დაპირისპირებებში, "დრაკონები" გერმანელებთან ცუდად გამოდიან: 2მ, 8წ.

 

  • "რეკორდმაისტერს" ისტორიაში ყველაზე მეტჯერ აქვს ნათამაშები მეოთხედფინალში: 16მ, 9წ.

 

  • პეპ გვარდიოლას გუნდს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ოთხიდან ოთხი საშინაო თამაში აქვს მოგებული, 13 გატანილი გოლით და არცერთი გაშვებულით.

 

  • "ბაიერნის" საშინაო სტატისტიკა პორტუგალიური კლუბების წინააღმდეგ, ასეთია: რვა მოგება და ორი ფრე. მათ, რვიდან რვა ორმატჩიანი დუელი აქვთ მოგებული პორტუგალიელებთან.

 

  • ბოლოს, ფლეი-ოფის სტადიაზე, "ბაიერნმა" პორტუგალიიდან ლისაბონის "სპორტინგი" გამოთიშა ტურნირს. "რეკორდმაისტერმა" სტუმრად 5:1 მოიგო, შინ 7:1 და ბუნებრივაი ეს ანგარიში დღეს საკმარისი იქნება.

 

  • "ბაიერნს" ცხრაჯერ აქვს შემოტრიალებული იმ დუელების ბედი, რომლის პირველი მატჩიც სტუმრად წააგო, მაგრამ ორბურთიანი უპირატესობა არასოდეს აღმოუფქვრია - ოთხიდან ოთხი წაგება.

 

  • "პორტო" ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში დაუმარცხებელია და ხუთი გასვლითი თამაშიდან სამი მოგებული აქვს.

 

  • "პორტოს" გერმანიაში არც ისე ცუდი სტატისტიკა აქვს: 3მ, 4ფ, 6წ. "დრაკონების" ბოლო გამარჯვება ბუნდესლიგის წარმომადგენელთა სტუმრად, 2006/07 წლების სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე შედგა, როდესაც "პორტომ" "ჰამბურგს" მოუგო 3:1, მაშინ რიკარდო კვარეჟმა მინდორზე იყო.

 

  • ბოლოს, "პორტომ" 37 წლის წინ დაამარცხა გერმანული კლუბი ორმატჩიან დაპირისპირებაში. მაშინ, პორტუგალიელებმა ფრანკფურტის "აინტრახტს" მოუგეს ევროპის ლიგაზე, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით.

 

  • "პორტოს" 41 პირველი თამაში აქვს მოგებული საკუთარ მოედანზე ევროტურნირებზე და 34-ჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე. 3:1 კი სამჯერ დაფიქსირდა და ყოველ ჯერზე "პორტო" გავიდა შემდეგ ეტაპზე.

 

  • ნოიერი, ბოატენგი, ბერნატი და ლამი დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან, მაიკონის, კასემიროს და ოლივერ ტორესის მსგავსად.

 

წინასამატჩო კომენტარები:

ივან მარკანო: "სულმოუთმენლად ველოდებით ამ მატჩს და გვინდა დავამტკიცოთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ მინდორზე. გვჯერა საკუთარი შემადგენლობის, ეს ინდივიდუალურად არავის ეხება. ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ ყველაფერს დავდებთ. საქმე მხოლოდ გამოცდილებას არ ეხება, ამბიციაც მნიშვნელოვანია. ვნახოთ როგორ ითამაშებს "ბაიერნი", ჩვენ კი მორიგი დიდებული თამაშის ჩვენება გვსურს".

 

ტომას მიულერი: "ჭკვინაურად უნდა ვითამაშოთ, "კამიკაძის" ტაქტიკები არ არის საჭირო. პირველ ტაიმში უგოლო ფრეც რომ დაფიქსირდეს, შანსები დარჩება. რათქმაუნდა ვგრძნობთ ზეწოლას, მაგრამ ეს ჩვენთვის გამოწვევაა, რაც კარგია. მნიშვნელოვანი ყურადღების შენარჩუნება და ორი გოლის გატანა. პოზიტიურად ვარ განწყობილი.

 

ჩვენმა გუნდმა უკვე დაამტკიცა, რომ ბოლომდე ბრძოლისთვის ვართ მზად, უკაასკნელ წამებამდე არაფერს დავთმობთ. ზუსტად ვერ გეტყვით მოავხერხებთ თუ არა შემდეგ ეტაპზე გასვლას, მაგრამ თავდაჯარებული ვარ და მჯერა, რომ ამას გავაკეთებთ. 2:0 შინ "პორტოსთან" - არ იქნება სასწაული, დავიჯერო იქნება?

 

ნამდვილად არ არის მარტივი ნეგატიური ზეწოლისთვის გაძლება, მაგრამ ეს სხვა მიზეზით მომწონს - ეს ხომ ფეხბურთის ნაწილია. ტაქტიკუებს საკუთარ მწვრთნელთან ერთად გავაანალიზებთ და გამოვასწორებთ იმას, რაც პორტოში არ გამოგვივიდა.

 

მიუნხენში იდეალური განწყობაა, ქომაგებს კარგი რეაქცია აქვთ. გუნდის სულისკვეთება კარგია, მზად ვართ საბრძოლველად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყურადღებით თამაშით. ამ ეტაპზე შეცდომების დაშვება აღარ შეიძლება, მაგრამ ვერასოდეს დაგეგმავ ყველაფერს ზუსტად".

 

ფილიპ ლამი: "კარგად ვარ და ვითამაშებ. თამაში მნიშვნელოვანია და მეც მზად ვარ მასში მონაწილეობის მისაღებად. არ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენს გვერდით საკუთარი ქომაგები იქნებიან და ბოლომდე ვიბრძოლებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. სწრაფი გოლი - იდეალური იქნება.

 

ძალიან კარგი გუნდი გვყავს და საკუთარი კლასი არაერთხელ დავამტკიცეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გადამწყვეტი იქნება - სიმშვიდის შენარჩუნება. 90 წუთი გვაქვს გოლების გასატანად. ძალიან თავდაჯერებული ვარ და ეჭვი არ მეპარება, რომ გავალთ ნახევარფინალში.

 

იმაში, რომ "პორტომ" გასულ კვირას წამყვანი მოთამაშეები დაასვენა, ვერანაერ უპირატესობას ვერ ვხედავ. ბურთის კონტროლი გვსურს - ეს ჩვენი სათამაშო სტილია, ამიტომ ბალანსი გვჭირდება მთლიანად გუნდში და არამხოლოდ უკანა ხაზზე. "პორტოს" არდაფასებას არ ჰქონია ადგილი პირველი მატჩის წინ, უბრალოდ მეტოქე ძალიან სწრაფად გავიდა წინ ორი ბურთით. გამოცდილება - მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არც ისე. ეს გაცილებით მნიშვნელოვანია უკვე შემდეგ ეტაპებზე - ნახევარფინალებსა და ფინალში".

 

პეპ გვარდიოლა: "90 წუთის განმავლობაში, ყველაფერია შესაძლებელი. რათქმაუნდა მდევრის როლში ვართ, მაგრამ აუცილებლად კარგ თამაშს ვაჩვენებთ. ბოლო თვეების განმავლობაში შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით, გპირდებით, რომ ღირსეულ თამაშს იხილავთ. ერთი ნაბიჯი დაგვრჩა ბუნდესლიგის მოგებამდე, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდეა გადასადგმელი ნაბიჯი. სრულიად მჯერა, რომ ჩემი მოთამაშეები გამოიყენებენ შანსებს, ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მათი მონდომება საკმარისია.

 

არ ვიყავი გაოცებული "პორტოს" თამაშით. ეს არის შესანიშნავი კლუბი შესანიშნავი ფეხბურთელებით. ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე მეტი გამოცდა მივიღე როგორც მთავარმა მწვრთნელმა - ბევრი რამ ვისწავლე საფეხბურთო ზეწოლაზე. მარტი და აპრილი სეზონის გადამწყვეტი თვეებია. ეს იგივე "იუვენტუსისთვის", "პორტოსთვის" და დანარჩენი გუნდებისთვის.

 

ჩემი მოთამაშეები ჩემი გმირები არიან და ისინი მუდამ ჩემს გულში იქნებიან, ცხოვრების ბოლომდე".

 

ხულენ ლოპეტეგი: "ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც დავგეგმეთ. ძალიან რთული გამოცდა გველოდება, მაგრამ მარტივი პასუხებით უნდა შემოვიფარგლოთ. მოგვწონს მიუნხენის "ბაიერნის" სათამაშ იდეა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. არ ვფიქრობთ იმაზე თუ რა მოხდება, უბრალოდ კონცენტრირებულნი ვართ და ვეცდებით პასუხების მინდორზე გაცემას. ვეცდებით საკუთარი ფეხბურთის თამაშსა და მომენტების შექმნას. საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.

 

ფანტასტიკური ასპარეზობა გვჭირდება. დავიმსახურეთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაში - ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. ამ ეტაპზე ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია, ამიტომ ვეცდებით გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. უკვე ვამაყობთ იმით, რასაც ამ კამპანიაში მივაღწიეთ".

https://fci.ge/uploads/posts/2015-04/1429587629_2236947_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi