FCI.ge
FCI.ge
ჰამანი: ბაიერნი ჩემპიონთა ლიგიდან დღეს გამოვარდება |
გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი დიტმარ ჰამანი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი გუნდი დღეს დაემშვიდობება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას.
მოგეხსენებათ, რომ პეპ გვარდიოლას გუნდმა ერთი კვირის წინ 1:3 წააგო სტუმრად "პორტოსთან", დღეს კი საპასუხო მატჩს გამართავს მიუნხენში.
"ამბობენ, რომ რობენი მაისის ბოლოს გამოჯანმრთელდება, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის. თუმცა, ის იქ ვერ ითამაშებს, რადგან "ბაიერნის" გზა ამ ტურნირზე დღეს დასრულდება, "პორტოსთან" მატჩში.
სხვა შედეგს, უბრალოდ ვერ წარმოვიდგენ. "ბაიერნმა" ცუდად ითამაშა, პორტუგალიელებთან პირველ შეხვედრაში, ამ გუნდმა ძალიან ბევრი არაშესაფერისი შეცდომა დაუშვა.
დიახ, ყველაფერი იმ ტრავმების ბრალია, რომელმაც "ბაიერნმა" დაასუსტა, მაგრამ მათი სუსტი თამაშის სხვა მიზეზიც არსებობს - ეს მსოფლიო ჩემპიონატია. გუნდის ექვსმა ფეხბურთელმა ითამაშა ფინალში და თითოეული მათგანი ამ სეზონში საკუთარ დონეზე ვერ ასპარეზობს, ზოგიერთი კი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ლაზარეთში. ეს მხოლოდ "ბაიერნის" პრობლემა არ არის, ეს გუნდის შესაძლებლობებზეც აისახება", - განაცხადა "დიდიმ".
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.