FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ბაიერნმა პორტოს გადაუარა, ბარსამ კი დამაჯერებლად იმარჯვა

21-04-2015
8 კომენტარი

2014/15 წლის ევროპული სეზონი ნელ-ნელა უახლოვდება კულმინაციას და დღეს ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენთვის, სიტუაცია ძალიან კარგია, რადგან ორივე კლუბი გრანდია, შესაბამისად თბილისში დიდი კლუბის ხივლის შანსებიც მატულობს.

 

პირველ რიგში, ვისაუბროთ შეხვედრაზე, სადაც ყველაფერი პირველ მატჩში გადაწყდა. კატალონიის "ბარსელონამ" 3:1 დაამარცხა საკმაოდ შესუსტებული "პსჟ" პარიზში და კამპ ნოუზე უბრალოდ ფორმალურად გაიმართა მატჩი. ტრავმის გამო ფრანგებს ტიაგო სილვა, ტიაგო მოტა ვერ ეხმარებოდნენ, სამაგიეროდ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, "პსჟ"-ს მარკო ვერატი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ეხმარებოდნენ. ლორან ბლანმა მოსალოდნელი თერთმეტეული დააყენა, ყოველგვარი სიურპრიზების გარეშე. რაც შეეხება "ბარსელონას", გუნდს დანი ალვეში დაუბრუნდა დისკვალიფიკაციის შემდეგ, დანაკლისი კი არ ჰქონდა "ბლაუგრანას". ლუის ენრიკემაც აბსოლიტურად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. პარიზელებს ჰქონდათ იმედები, მაგრამ ძალიან მალე დაიემსხვრათ. "ბარსელონამ" თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველივე საგოლე მომენტი დააგვირგვინა. საკუთარი ნახევრიდან დაიწყო შეტევა ანდრეს ინიესტამ, რომელმაც ფენომენალურად იმოქმედა, სამი მეტოქე მოატყუა, დატოვა პირისპირ მეკარესთან ნეიმარი, რომელმაც სირიგუ დიდოსტატურად გააცურა და ანგარიში გახსნა. ინიესტას ეს სოლორეიდი კი ამ მატჩის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო. ამის შემდეგ, "პსჟ"-მ სცადა სწრაფი პასუხის გაცემა, გოლიც გაიტანა, მაგრამ თამაშგარიდან. ეს ეპიზოდი აბსოლიტურად ამოგლეჯილი იყო კონტექსტიდან, რადგან "ბარსა" აგრძელებდა დომინირებას. ჰქონდა მომენტი მესის, შორიდან გაისროლა დანი ალეშმა. 34-ე წუთზე კი, იმავე ალვეშის იდეალური ჩაწოდების შემდეგ, ნეიმარმა თავით ორბურთიანი გახადა საკუთარი გუნდის უპირატესობა. პირველ ტაიმში განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა. შესვენებაზე, ლუის ენრიკემ, უკვე ტრადიციულად ხავი ჩართო თამაშში. მეორე ნახევარი ძალიან მოსაწყენი გამოდგა, რადგან "ბარსელონა" აკონტროლებდა სიტუაციას, "პსჟ" კი წვალობდა, მაგრამ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა მარკო ვერატის, როდესაც ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. აგრეთვე იყო ეპიზოდი, როდესაც არეულობა შეიქმნა მასპინძელთა საჯარიმოში, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენეს სტუმრებმა. მატჩი ასე მშვიდად დასრულდა, "ბარსელონას" დამსახურებული გამარჯვებით - 2:0, 5:1 ორი მატჩის ჯამში.

ლუის ენრიკეს გუნდმა ძალიან ჭკვიანური ფეხბურთი ითამაშა, კატალონიელები საკმაოდ მაღალ პრესინგს ანხორციელებდნენ, რისი წყალობითაც ბურთს ძალიან მალე იბრუნებდნენ და მომენტებიც იდეალურად გამოიყენეს. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა დანი ალვეშმა, კარგი იყო სერხიო ბუსკეცი, ნეიმარი თავისთავად და პირველ ტაიმში ანდრეს ინიესტა. "პსჟ"-ს რიგებში კი ერთადერთი მარკო ვერატი იყო გამორჩეული, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი პოტენციალი, იტალიელს საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები აქვს. ალბათ უფრო მეტს ველოდით ფრანგებისგან, მაგრამ "ბარსამ" კონცენტრაცია სრულიად შეინარჩუნა და არაფრის გაკეთების უფლება არ მისცა მეტოქეს. ლუის ენრიკეს გუნდი დაელოდება წილისყრას, ბლანი და მისი კოლექტივი კი, ლიგა 1-ს მოგებას ეცდებიან.

 

დღევანდელი დღის მთავარი თამაში კი მიუნხენში გაიმართა, სადაც "პორტო" ჩავიდა, დრაგაოზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ - 3:1. ხულენ ლოპეტეგის გუნდს ორივე განაპირა მცველი აკლდა დისკვალიფიკაციის გამო, დანილო დიეგო რეიესმა შეცვალა, დაცვის მარცხენა ფრთაზე კი, ბრუნო მარტინს ინდიმ გადაიწია. სხვა მხრივ, "დრაკონების" შემადგენლობა ოპტიმალური იყო. რაც შეეხება "ბაიერნს", გვარდიოლასაც არ ჰქონია დიდი არჩევანი, დანტე მოაცილა სასტარტოს და მის მაგივრად ჰოლგერ ბადშტუბერი დააყენა. მატჩის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ ალიანს არენაზე შეკრებილ ქომაგებს განსაკუთრებული სანახაობა ელოდათ. "ბაიერნი" საოცარი მონდომებით ჩაერთო თამაშში და ეგრევე წავიდა წინ. პირველი მომენტიც მალევე შეიმქნა, როდესაც ცენტრში ბურთის მოპოვებას, რობერტ ლევანდოვსკის იდეალური პასი მოჰყვა ტომას მიულერზე, რომელმაც საჯარიმოდან დაარტყა, მას ფაბიანომ აუღო, დამატებაზე კი რობერტს აღარ გაუმართლა, მისი დარტყმული ძელს მოხვდა. თუმცა, ძალიან მალე, შეხვედრის მე-14 წუთზე, ხუან ბერნატის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, ტიაგო ალკანტარამ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში და გაახრა მილიონობით გულშემატკივარი. ეს იყო ნიშანი, რომ "პორტოს" ძალიან გაუჭირდებოდა უპირატესობის შენარჩუნება. "რეკორდმაისტერმა" ზეწოლა გააგრძელა და დაახლოებით შვიდ წუთში, კუთხურიდან მოახერხა გატანა. მეორე სართულზე ჯერ ბადშტუბერმა იყოჩაღა, მისი პასით კი ჟერომ ბოატენგმა მოათავსა ბურთი კუთხეში - 2:0. გავიდა რამდენიმე წუთი და მიუნხენელებმა ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზეს - ტიაგოს უნიკალური პასი მარჯვენა ფრთაზე, ფილიპ ლამის იდეალური გადაცემა საჯარიმოში, ტომას მიულერის ჩინებული პასი და ლევანდოვსკის აუღებელი თავური - 3:0, "ცეცხლისმფქვრეველი დრაკონები", "ბაიერნმა" "თავკომბალებად" აქცია. რათქმაუნდა, პეპ გვარდიოლას გუნდი ამაზე არ გაჩერდა, გააგრძელა შეტევები, რასაც უკვე ტომას მიულერის გოლი მოჰყვა. გერმანელის შორეული დარტყმის შემდეგ ბურთი ინდისგან რიკოშეტით შეგორდა კარში. ტაიმის მიწურულს კი, მიულერის პასით, ლევანდოვსკიმ მორიგი გოლი გაიტანა და დააფიქსირა არანორმალური ანგარიში პირველი ნახევრისთვის - 5:0, "ბაიერნმა" ნამდვილი სპექტაკლი დადგა. ფენომენალური თამაში აჩვენეს ტიაგო ალკანტარამ და ფილიპ ლამმა, მათ გარეშე "ბაიერნის" არცერთი შეტევა არ განვითარებულა, მიულერი-ლევანდოვსკის დუეტზე კი ლაპარაკიც ზედმეტია, უბრალოდ მარიო გიოტცე იყო პასიური. ლოპეტეგიმ პირველივე ტაიმში მოხსნა მარჯვენა მცველი, შესვენებაზე კი რუბენ ნევესი შეუშვა ცენტრის გასამაგრებლად. მეორე ტაიმში "ბაიერნმა" მოუკლო, ენერგიები დაზოგა, მაგრამ კინაღამ დაისაჯა ამის გამო. მატჩის 73-ე წუთზე რიკარდო ფერეირას პასით ჯექსონ მარტინესმა გაქვითა ერთი ბურთი და მალევე დუბლის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა. კოლუმბიელს მეორეც რომ გაეტანა, "პორტოს" ერთი გოლი დასჭირდებოდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. ბოლო წუთებზე კი ისევ "ბაიერნმა" შეუტია, ჰქონდა მომენტი ლევანდოვსკის, საბოლოოდ კი მეექვსე გოლი ხაბი ალონსომ შეაგდო. საჯარიმო ტიაგომ მოიპოვა და მარკანო გააძევებინა მსაჯს, ალონსომ კი იდეალურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა - 6:1, "ბაიერნმა" ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

დიახ, ნახევარი გუნდით, მაგრამ სწორედ რომ გუნდით, მიუნხენის "ბაიერნმა" გადაუარა "პორტოს" და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური. შედეგი მოულოდნელი არ არის, მაგრამ ასეთ ანგარიშს ბევრი ვერ წარმოიდგენდა. აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი დაცვის ხაზის ძალიან სწორ მოქმედებებს. პირველ ტაიმში, ბოატენგი და ბადშტუბერი იწყებდნენ შეტევებს, ორივე მათგანი იდეალურად აკეთებდა პირველ პასს და ცენტრიდან საკმაოდ კარგად ანვითარდებდა შეტევას. აგრეთვე ძალიან აქტიური იყო ხუან ბერნატი, რაფინიამ კი პირველ ტაიმში კვარეჟმა-ბრაიმის დუეტი გააქრო მოედნიდან. მთელი "ბაიერნი" იყო იდეალური, გვარდიოლა კი ცალკე ქებას იმახურებს, რადგან უბრალოდ ფანტასტიკურად შეისწავლა მოწინააღმდეგე, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა ამ ტურნირზე.

https://fci.ge/uploads/uefa-champions-league.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi