FCI.ge
FCI.ge
მიულერი: გაოგნებული ვარ |
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი ტომას მიულერი არ მოელოდა საკუთარი გუნდის მსგავს ბენეფისს, დღევანდელ შეხვედრაში.
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალი მატჩი, "ბაიერნმა" 6:1 მოუგო "პორტოს" და ორი მატჩის ჯამში 7:4 იმარჯვა.
"ძალიან რთულია რაიმეს თქმა. სრულიად გაოგნებული ვარ, მაგრამ მოვლენების უკეთეს განვითარებას ვერც კი წარმოვიდგენდით. ის, რაც პირველ ტაიმში გავაკეთეთ - უბრალოდ წარმოუდგენელია. თუმცა, ძალიან დიდი ძალები დავხარჯეთ და მივაღწიეთ მიზანს. ვულოცავ სრულიად გუნდს", - განაცხადა მიულერმა.
თავად ტომასმა, ჩინებული შეხვედრა ჩაატარა, ორი საგოლე პასი გააკეთა და ერთი გოლი თავადაც შეაგდო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.