FCI.ge
FCI.ge
ლევანდოვსკი: ხუთი გოლი - ნამდვილი სიგიჟეა |
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი აღფრთოვანებულია საკუთარი გუნდის დღევანდელი თამაშით, "პორტოს" წინააღმდეგ - 6:1.
"რეკორდმაისტერმა" ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, თანაც იდეალურ სტილში. პოლონელმა დუბლი გაიფორმა, მისმა გუნდმა კი ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ნახევარფინალში თამაშის უფლება.
"პირველი ტაიმი შესანიშნავი გამოგვივიდა და საბოლოო ჯამშიც ყველაფერი კარგი იყო. ვიცოდით, რომ პორტოში 1:3 წაგების შემდეგ, შეგვეძლო ჩამორჩენის აღმოფქვრა.
საჭირო იყო მეტოქეზე სერიოზული ზეწოლის მოხდენა. რათქმაუნდა, პირველ ტაიმში გატანილი ხუთი გოლი - ნამდვილი სიგიჟეა", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.
მიუნხენის "ბაიერნი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის სტადიაზე, ერთ ტაიმში ხუთი გოლი შეაგდო.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.