FCI.ge
FCI.ge
მარტინესი: მეორე ტაიმში, პორტომ მეტოქის ნახევარზე გადაიტანა თამაში |
"პორტოს" კაპიტანმა, ჯექსონ მარტინესმა, შეაფასა საკუთარი გუნდის დღევანდელი ფიასკო მიუნხენში - 1:6.
დრაგაოზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (3:1), "დრაკონებმა" ვერ გაუძლეს ზეწოლას და გერმანიაში უბრალოდ განადგურდნენ, პირველ ტაიმში ხუთი ბურთი მიიღეს. მეორე ნახევარში კი, უკეთ გამოიყურებოდნენ, მაგრამ უკვე ყველაფერი დაკარგული იყო.
"მეორე ნახევარში, მოვახერხეთ მეტოქის საკუთარი ნახევრიდან გადაწევა და ცენტრს იქით ბურთის გადატანა. გარდა ამისა, უფრო ხშირად ვიყენებდით პრესინგს.
მეორე ტაიმში, რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით და გავიტანეთ გოლი. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. შესვენებამდე, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით", - განაცხადა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.