FCI.ge
FCI.ge
ლამი: ბაიერნმა ყველა გოლი თავის დროზე გაიტანა |
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანი ფილიპ ლამი კმაყოფილია "პორტოს" განადგურებით და მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა ყოველი ბურთი დროულად შეაგდო.
პეპ გვარდიოლას გუნდმა, 6:1 მოუგო პორტუგალიურ კლუბს, აქედან ხუთი ბურთი კი პირველ ტაიმში შეაგდეს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში.
"ყოველ მატჩში გამარჯვების მოპოვება გვსურს, ჩვენ დიდებული გუნდი გვყავს. ამის დანახვა, პირველ ტაიმშიც შეგეძლოთ.
არასოდეს არ უნდა იყო რაღაცაში ბოლომდე დარწმუნებული, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი ამ შეხვედრის წინ. მუდმივად ერთმანეთს ვეხმარებოდით და ყველა გოლი თავის დროზე გავიტანეთ", - განაცხადა ლამმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.