FCI.ge
FCI.ge
ლოპეტეგი: ბაიერნი თითქმის საუკეთესოდ ატარებს პირველ ტაიმებს |
"პორტოს" მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე, საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა.
მისი გუნდი, მიუნხენში, უბრალოდ განადგურდა - 1:6, არადა "დრაკონებს" სერიოზული იმედები ჰქონდათ პირველ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.
"პირველ ტაიმში, ცუდად ვთამაშობდით. "ბაიერნი", თითქმის საუკეთესოდ ატარებს პირველ ტაიმებს მსოფლიოში და აბსოლიტურად სამართლიანად ითვლება ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად.
მოდი, არც გამოცდილების ფაქტორი დავივიწყოთ - მიუნხენური კლუბის მოთამაშეთა აქტივში 300-400 მატჩით მეტია, ვიდრე ჩვენი ფეხბურთელების. "ბაიერნი" - უნიკალური გუნდია, ჩვენ მართლაც მთელი ძალებით ვიბრძოდით. გვესმოდა, რომ მეტოქე გამოიყენებდა ფლანგებს, მეორე ტაიმში კი ეს საფრთხე ავიცილეთ, მაგრამ ძალიან გვიანი იყო.
ორი მატჩის ჯამში, სამბურთიანი სხვაობით დავმარცხდით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ეს კამპანია, ჩვენთვის წარმატებული გამოდგა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს და აუცილებლად დავბრუნდებით. "ბაიერნი" არანორმალურად ძლიერია, ჩემი აზრით - ევროპაში საუკეთესო კლუბია.
მიუხედავად ყველაფრისა, მეორე ტაიმი არც ისე ცუდად ჩავატარეთ. თუმცა, ინტრიგის დაბრუნება და ნახევარფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლის აღდგენა არ გამოგვივიდა. "ბაიერნმა", პირველ ტაიმში ნაჩვენები ფენომენალური ფეხბურთის წყალობით გამოგვაგდო", - განაცხადა ლოპეტეგიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.