FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

გვარდიოლა: უკეთესად თამაშიც შეგვიძლია

22-04-2015
0 კომენტარი

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ძალიან ბედნიერია დღევანდელი გამარჯვებით და ნახევარფინალში გასვლით.

 

"ძალიან, ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ ამ თამაშის გამო, განსაკუთრებით იმ კვირეების შემდეგ, როდესაც გოლების გატანის პრობლემა გვქონდა. უკეთესად თამაშიც შეგვიძლია!

 

მეორე ტაიმში, მათ საკუთარი სისტემა შეცვალეს და პრობლემები შეგვექმნა. პირველ ნახევარში, მათ შანსები არ ჰქონიათ, მეორეში კი - რამდენიმე ეპიზოდი იყო, მხოლოდ რამდენიმე. ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის ვერ ამოკეტავ მეტოქეს.

 

პორტოში თამაშის შემდეგაც მჯეროდა და ვგრძნობდი, რომ გავიდოდით შემდეგ ეტაპზე. ყოველთვის განსხვავებული აზრები გიტრიალებს თავში და ცდილობ მაქსიმალურად კარგად გაანალიზო მეტოქე. "პორტოს" თამაში საკუთარ კედლებში, არ ყოფილა დიდი სიურპრიზი. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ დღეს ვერ გამოავლინეს საკუთარი კლასი.

 

ტიაგო ალკანტარამ ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშა ამ საღამოს. მისი სიძლიერე - მტკიცე მენტალიტეტია. ერთი წელი გავიდა, უბრალოდ წარმოიდგინეთ რა დრო გავიდა და ის მაინც ასეთ დონეზე ასპარეზობს.

 

დიდად არ მანაღვლებს თუ ვინ იქნება ჩვენი მომდევნო მოწინააღმდეგე. ვეცდებით, რომ საუკეთესოდ ვითამაშოთ, "რეალის", "ბარსას", "ატლეტიკოს", "იუვეს" ან "მონაკოს" წინააღმდეგ, არ აქვს მნიშვნელობა", - განაცხადა პეპმა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-04/1429658203_2237725_w2.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi