FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ინძაგის ფეხბურთელებთან კონფლიქტი აქვს

26-04-2015
4 კომენტარი

"მილანის" ქომაგებისთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა "Corriere della sera"-მ, როგორც ჩანს, პიპო ინძაგის სერიოზული კონფლიქტი აქვს საკუთარ მოთამაშეებთან.

 

გუშინდელი მარცხის შემდეგ, სტუმრად "უდინეზესთან" (1:2), ძალიან გაბრაზდა ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტი და სწორედ ამ ემოციურ ფონს მოჰყვა საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენები.

 

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, გუშინდელი თამაშის შემდეგ, პიპომ ადრიანო გალიანის თხოვა, რომ დროებით დაეტოვებინა ავტობუსი, რათა პირადად დალაპარაკებოდა მოთამაშეებს.

 

პიპოს ძალიან მკაცრად მიუმართავს ბიჭებისთვის და უთქვამს, რომ არ არიან ღირსები ატარონ ისეთი კლუბის მაისური, როგორიც "მილანია". ამაზე კი, ერთ-ერთ მოთამაშეს არანაკლებ სერიოზული პასუხი გაუცია და უთქვამს, რომ "მილანში" მუშაობას თავად არ იმსახურებდა ინძაგი.

 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი ძალიან გაბრაზებული იყო მორიგი მარცხის შემდეგ, მაგრამ მისი დამშვიდება ადრიანო გალიანიმ მოახერხა სატელეფონო საუბრებით და როგორც ამბობენ, პიპო ინძაგი განთავისუფლებას გადაარჩინა.

https://fci.ge/uploads/posts/2015-04/1430047783_269363.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi