FCI.ge
FCI.ge
PFA: პრემიერ ლიგის სიმბოლური ნაკრებში ჩელსის 6 ფეხბურთელია |
ინგლისისპ პრემიერ ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის სიმბოლური გუნდი შეადგინა.
2014/15 წლების სიმბოლურ ნაკრებში, ლონდონის "ჩელსის" ერთბაშად ექვსი ფეხბურთელია, რაც არასოდეს მომხდარა აქამდე. რეკორდი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის, რომლის რვა ფეხბურთელი მოხვდა 2006/07 წლების სეზონის სიმბოლურში.
პრემიერ ლიგის პროფესიონალ ფეხბურთელთა რჩეული შემადგენლობა ასე გამოიყურება: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"/ესპანეთი)- ბრანისლავ ივანოვიჩი ("ჩელსი"/სერბეთი), გარი კეჰილი ("ჩელსი"/ინგლისი), ჯონ ტერი ("ჩელსი"/ინგლისი), რაიან ბერტრანი ("საუთჰემპტონი"/ინგლისი) - ნემანია მატიჩი ("ჩელსი"/სერბეთი) - ფელიპე კოუტინიო ("ლივერპული"/ბრაზილია), ალექსის სანჩესი ("არსენალი"/ჩილე), ედენ აზარი ("ჩელსი"/ბელგია) - ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"/ინგლისი), დიეგო კოსტა ("ჩელსი"/ესპანეთი).
ინგლისის პრემეირ ლიგის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია, სეზონის საუკეთესო მოთამაშეს და ახალგაზრდა მოთამაშეს უახლოეს პერიოდში დაასახელებს.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.