FCI.ge
FCI.ge
ვან გაალი: პირველად ვნახე მანჩესტერზე მოტივირებული და აგრესიული გუნდი |
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი აღფრთოვანებულია "ევერტონის" დღევანდელი თამაშით.
"წითელი ეშმაკები" 0:3 განადგურდნენ გუდისონ პარკზე, თანაც ყოველგვარი შანსის შესახებ. ჰოლანდიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ მან პირველად ნახა ასეთი მოწინააღმდეგე.
"ყოველთვის ვაჩვენებდით საკუთარ საბრძოლო სულისკვეთებას. თუმცა, დღეს, მოწინააღმდეგემ, პირველად გამოამჟღავნა ჩვენზე მტკიცე ხასიათი.
ხუთი მომენტი შევქმენით პირველ ტაიმში - უფრო მეტი, ვიდრე "ევერტონმა", მაგრამ მათ პირველებმა გაიტანეს და ამის შემდეგ საკმაოდ ძლიერი დაცვის ხაზის გარღვევა გვიწევდა.
პირველად ვნახე გაცილებით აგრესიული და მოტივირებული გუნდი, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედი". ეს არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ, ყველანი ადამიანები ვართ.
უნდა შევეგუოთ იმას, რომ "ევერტონმა" დაიმსახურა გამარჯვება. როდესაც შედეგი სამართლიანია, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს", - ამბობს უკმაყოფილო ლუი.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.