FCI.ge
FCI.ge
ბაიერნი გერმანიის ჩემპიონია! |
მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია! ქვეყნის ყველაზე წარმატებულმა კლუბმა რიგით 25-ე ტიტული მოიპოვა ისტორიაში და მეხუთე ვარსკვლავი შემატა ლოგოს. "რეკორდმაისტერმა" ზედიზედ მესამედ მოიპოვა ვერცხლის სინი.
პეპ გვარდიოლა გუნდმა, 30-ე ტურში, ბერლინის "ჰერტა" დაამარცხა 1:0 ალიანს არენაზე, ბასტიან შვაინშტაიგერის გოლით. რამდენიმე წუთის წინ კი, ბორუსია პარკზე, "მ.ბორუსიამ" მაქს კრუზეს ერთადერთი გოლით დაამარცხა "ვოლფსბურგი", რომელსაც უკვე თეორიული შანსებიც აღარ აქვს პირველ ადგილზე გადასასვლელად, ვეცრცხლის სინი მიუნხენში ჩადის!
მიუნხენის "ბაიერნმა", ისტორიაში მესამე შედეგი დააფიქსირა, ტიტულის ნაადრევად გაფორმების თვალსაზრისით, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში კიდევ ოთხი ტურია გასამართი. 30-ე ტურისთვის, "ბაიერნი" 1972/73 და 2002/03 წლების სეზონებშიც ჩემპიონი იყო.
"ქვეყნის საუკეთესო კლუბის წოდება - დიდებული მიღწევაა. მხოლოდ და მხოლოდ ქება გუნდს, მთავარ მწვრთნელს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბევრი ფეხბურთელი იყო მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდმა ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა", - განაცხადა კარლ-ეინც რუმენიგემ.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენის "ბაიერნს" 28 აპრილს ელოდება გერმანიის თასის ნახევარფინალური მატჩი, დორტმუნდის "ბორუსიას" წინააღმდეგ, ამიტომ ჯერ ადრეა ზეიმი, მაგრამ ის აუცილებლად შედგება.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.