FCI.ge
FCI.ge
ტერი: დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ |
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი ძალიან კმაყოფილია "არსენალთან" უგოლო ფრით, რომლის შემდეგაც "არისტოკრატები" პრაქტიკულად ჩემპიონები არიან.
"ჩელსიმ" შეინარჩუნა ათქულიანი უპირატესობა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი მხოლოდ ოთხი ტურია დარჩენილი, ამიტომ ჟოზე მოურინიო ძალიან ახლოს არის დუბლის შესრულებასთან ამ სეზონში.
"ეს დიდი ნაბიჯია დასახული მიზნისკენ. ჯერ არ გვაქვს გარანტირებული ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტული, მაგრამ მისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგით. "არსენალი" - ძალიან კარგი გუნდია, მათ მსოფლიო კლასის შემტევები ჰყავთ, მაგრამ არ მივეცით გოლის გატანის საშუალება.
ყველა ფიქრობდა, რომ მეტოქის შეცდომებს დაველოდებოდით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩის მსგავსად. თუმცა, მეორე ტაიმში, ბურთი უფრო მეტად გვეჭირა.
რაც შეეხება მსაჯობას, ჩემი აზრით, ყოველი გადაწყვეტილება მართებული იყო. წინ რთული მატჩი გველოდება "ლესტერ სიტისთან", მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია", - განაცხადა ტერიმ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.