FCI.ge
FCI.ge
ვენგერი: ჩელსი ჩემპიონი გახდება |
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დარწმუნებულია, რომ ინგლისის ჩემპიონი "ჩელსი" გახდება.
დღეს, ემირიასთზე, ლონდონური დერბი უგოლოდ დასრულდა და სხვაობა გუნდებს შორს კვლავ ათი ქულაა, ჩემპიონატის დასრულებამდე კი, ოთხი ტურია დარჩენილი, ამიტომ "არისტოკრატებმა" შესაძლოა მომდევნო ტურში გაიფორმონ ტიტული.
"პირველ ტაიმში, ზუსტად ისე ვთამაშობდით, როგორც მინდოდა. ძალიან ინტენსიურად ვმოქმედებდით, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები მაინც დაგვაკლდა. მეორე ტაიმში კი, გაცილებით ნაკლები ინტენსიურობით ვთამაშობდით და "ჩელსის" საჩუქარი გავუკეთეთ.
მატჩის ბოლოს რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, ამიტომ გვაქვს სინანულის უფლება. თუმცა, ორივე გუნდი კარგად თამაშობდა დაცვაში და არ მისცა მეტოქეს ბევრი საგოლე მომენტის შექმნის უფლება.
"ჩელსი" გახდება ჩემპიონი. ეს ყველამ ვიცით, რადგან უკვე ვეღარავინ წაართმევს მათ ტიტულს", - განაცხადა ვენგერმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.