FCI.ge

Barcelon
Real Madrid
Atletico Madrid
Valencia
Manchester United
Chelsea
Liverpool
Manchester City
Arsenal
Juventus
Milan
Roma
Napoli
Napoli
Bayern Munchen
Borussia Dortmund
Schalke 04
Bayer Leverkusen
PSG
Olympique Lyonnais
Olympique Marseille
Ajax
PSV
Porto
Dinamo Tbilisi
Dila
Chikhura
Zestafoni
Metalurgi Rustavi
Guria

გამოკითხვა

FCI.ge

ესპანეთის ლა ლიგა: 29 აპრილის მატჩების პრევიუ

29-04-2015
2 კომენტარი

 ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტური, დღეს ხუთი შეხვედრით გაგრძელდება. გუშინ, გოლების წვიმა ვიხილეთ კამპ ნოუზე, იგივეს ველოდებით სანტიაგო ბერანბეუზე, მაგრამ საინტერესო მატჩები უფრო გვიან ღამით გველოდება.

 

სელტა Vs მალაგა

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 22:00 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: ბალაიდოსი, ვიგო

მთავარი მსაჯი: ალეხანდრო ერნანდეს ერნანდესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"ბარსელონასთან" საშინაო მარცხის შემდეგ, "სელტამ" გააგრძელა კარგად თამაში და თუ "გრანადასთან" ფრეს არ ჩავთვლით, გუნდმა 6:1 გაანადგურა "რაიო ვალეკანო", მოუგო "ეიბარს" 1:0 და წინა ტურში "რეალს" გაუმართლა ბრძოლა ბალაიდოსზე - 2:4. ედუარდო ბერიცოს გუნდი ძალიან კარგად ასპარეზობს და 42 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება. ვიგოელები ხუთი ქულით ჩამორჩებიან მეშვიდე პოზიციაზე მყოფ "მალაგას", ამიტომ დღეს გამარჯვების შემთხვევაში ჩაებმებიან ბრძოლას ევროპის ლიგისთვის. შესაბამისად, "სელტას" უჩნდება ამბიციები და მოტივაცია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ლაზარეთში კვლავ ოუბინა, პლანიასი და რადოია არიან. მოსალოდნელია ერთადერთი ცვლილება ძირითად შემადგენლობაში - ხოაკინ ლარივეის ადგილს შარლესი დაიკავებს და ეცდება, რომ გამოიყენოს შანსი.

 

სანტიაგო ბერნაბეუზე ღირსეული მარცხის შემდეგ, "მალაგამ" "დეპორტივოსთან" დაკარგა ქულები საკუთარ მოედანზე და ნელ-ნელა კარგავს სიმტკიცეს. ანდალუსიელები მხოლოდ ერთი ქული უსწრებენ  ბილბაოს "ატლეტიკს" და სიტუაცია უკვე გართულდა. ხავი გრასიამ უნდა მოიყვანოს გონზე ფეხბურთელები და აათამაშოს ისე, როგორც სეზონის სტარტზე. იგნასიო კამაჩო გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ არ არის მზად სათამაშოდ. სწორედ ამიტომ, ხავი გრასია სავარაუდოდ არ შეცვლის სასტარტო თერთმეტეულს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

სელტა: სერხიო ალვარესი - უგო მალიო, ფონტასი, კაბრალი, ჯონი - კრონ-დეილი, ა.ფერნანდესი - მინა, ორელენა, ნოლიტო - შარლესი.

 

მალაგა: კამენი - როსალესი, ველინგტონი, სერხიო სანჩესი, ბოკა - დარდერი, რესიო - სამუელი, ამრაბატი, კასტილეხო - ხუანმი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო ხუთი საშინაო თამაშიდან ლა ლიგაში, "სელტას" ერთადერთი აქვს მოებული (1ფ, 3წ).

 

  • "მალაგას" ზედიზედ ოთხი გასვლითი თამაში აქვს წაგებული ეროვნულ ჩემპიონატში, რაც 2013 წლის მაისის შემდეგ არ მომხდარა.

 

  • "მალაგას" ბოლო სამი თამაში აქვს მოგებული ბალაიდოსზე.

 

 

ეიბარი Vs სევილია

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 22:00 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: იპურუა, ეიბარი

მთავარი მსაჯი: ედუარდო პრიეტო აგლისეასი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

"მალაგასთან" მოპოვებული საშინაო გამარჯვების შემდეგ, "ეიბარმა" ზედიზედ სამი მატჩი წააგო გატანილი გოლის გარეშე და მხოლოდ ორი ქულით უსწრებს გასავარდნ ზონას. წინა ტურში, გუნდმა "ალმერიასთან" წააგო ძალიან მნიშვნელოვანი თამაში 0:2, რასაც ქომაგების სერიოზული იმედგაცრუება მოჰყვა. დღევანდელის თამაშის წინ გამართული პრესკონფერენცია, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გაიზკა გარიტანომ დატოვა, რადგან უბრალოდ არ აძლევდნენ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალებას. სიტუაცია კლუბში საკმაოდ რთულია, არადა "ეიბარმა" ფანტასტიკურად დაიწყო და არაფერი ემუქრებოდა. ჯერ შანსები არის, მაგრამ თამაში გაცილებით უკეთესი უნდა გახდეს, ასე შორს ვერ წავლენ ბასკები. "ეიბარს" მხოლოდ ხაიმე დააკლდება.

 

ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, როდესაც "სევილიამ" სერიოზული ბრძოლა გადაიტანა სანკტ-პეტერბურგში, გუნდმა 2:0 მოუგო "რაიო ვალეკანოს" საკუთარ მოედანზე. რუსეთში ბეტომ ბოლოს ორი ფანტასტიკური სეივი განახორციელა, მაგრამ ორი ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, ამიტომ უნაი ემერიმ სერხიო რიკო დააბრუნდა ძირითადში, რომელიც ძალიან კარგად გამოიყურება. "ზენიტთან" შეხვედრაში, მუხლის ჯვარედინა იოგები დაიზიანა ნიკო პარეხამ, რომელიც მინიმუმ ოთხ თვეს გამოტოვებს. არგენტინელ ცენტრალურ მცველს, კოლოძეიჩაკი ცვლის. არგენტინელის გარდა, ბარბოსა და კრისტოფორო იმყოფებიან ლაზარეთში, კვლავ. "სევილია" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება "ვალენსიას", ამიტომ ბრძოლა ჩემპიონთა ლიგისთვის - გრძელდება. მოსალოდნელია, რომ დღეს ხოსე ანტონიო რეიესი და ალეშ ვიდალი იქნებიან სასტარტოში, ემერი ხშირად მიმართავს ხოლმე როტაციას, მითუმეტეს ასეთი დაძაბული გრაფიკის დროს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ეიბარი: ირურეტა - ბოვედა, ლილო, რაულ ნავასი, ვილა - ბორხა ფერნანდესი, დანი გარსია - კაპა, არუაბარენა, დელ მორალი - საულ ბერხონი.

 

სევილია: სერხიო რიკო - კოკე, კარისო, კოლოძეიჩაკი, ფ.ნავარო - მ'ბია, კნიხოვიაკი - ალეშ ვიდალი, იბორა, რეიესი - ბაკა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • იპურუაზე გამართული ბოლო ექვსი შეხვედრიდან, ხუთში 2,5-ზე ნაკლები გავიდა და ხუთივეჯერ დამარცხდნენ ბასკები.

 

  • ზედიზედ ოთხი გასვლითი წაგების შემდეგ, "სევილიას" ბოლო ოთხი მატჩი არ წაუგია სტუმრად ლა ლიგაში (3მ, 1ფ).

 

  • "სევილიას" ექვსიდან სამი თამაში აქვს მოგებული "ეიბართან" და ერთხელ წააგო კიდეც. პირველ წრეში კი, რამონ სანჩეს პენხუანზე, გუნდებმა ნულოვანი ფრე გააგორეს.

 

 

რეალი Vs ალმერია

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 22:00 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: სანტიაგო ბერნაბეუ, მადრიდი

მთავარი მსაჯი: იგნასიო აგლისეასი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports+; NTV+ Football3

 

მადრიდის "რეალი" დიდებულ განწყობაზე ხვდება საკმაოდ იოლ თამაშს. ოთხშაბათს, "რეალმა" 1:0 მოუგო "ატლეტიკოს" შინ და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რასაც "სელტასთან" მოპოვებული გამარჯვებაც მიაყოლა - 4:2. ტრავმირებული კარიმ ბენზემა, ჩიჩარიტომ შეცვალა და ამ კვირის საფეხბურთო გმირი გახდა. მექსიკელმა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა ბრწყინვალე მატჩი და შეაგდო გადამწყვეტი გოლი, "სელტასთან" კი დუბლი გაიფორმა. მან დაიმსახურა კარლო ანჩელოტის შექება და მიღებული შანსი იდეალურად გამოიყენა. ფრანგი თავდამსხმელი კვლავ ლაზარეთშია, ამიტომ ხავიერ ერნანდესს არაფერი შეუშლის ხელს. კარიმის გარდა, კვლავ ტრავმირებულნი არიან გარეთ ბეილი და ლუკა მოდრიჩი. "სელტასთან" შეხვედრაში, ბარათების ლიმიტი სერხიო რამოსმა და დანიელ კარვახალმა ამოწურეს, მაგრამ ეს პრობლემა არ იქნება. მარჯვენა ფლანგზე ალვარო არბელოა დადგება, ცენტრში კი - პეპე. შესაძლოა, დღეს 16 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდის - მარტინ ედეგორის დებიუტი შედგეს "რეალის" მაისურით, რადგან ის განაცხადშია. "რეალი" აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის და დღეს მორიგი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

 

ზედიზედ ორი გამანადგურებელი წაგების შემდეგ, "ალმერიამ" 3:0 მოუგო "გრანადას" სახლში, შემდეგ წააგო სტუმრად "რაიოსთან" და წინა ტურში მორიგ უშუალო კონკურენტს სძლია მედიტერანოსზე - 2:0 "ეიბარის" წინააღმდეგ. "ალმერიამ" ამ ორი მნიშვნელოვანი მოგების წყალობით დააღწია თავი გასავარდნ ზონას და 31 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფება. კარგ ფორმაში იმყოფება "ბარსელონას" აღზრდილი ხავიერ ესპინოზა, რომელსაც სერხი ბარხუანი სრულ ნდობას უცხადებს. აშკარაა, რომ სერხის მოსვლის შემდეგ, "ალმერია" უფრო ეფექტური გახდა შეტევაში და დაცვის ხაზიც შედარებით სტაბილურია. მიჩელ მასედო, ფერნანდო სორიანო და ფრან ველესი კვლავ ტრავმირებულნი არიან. თუმცა, მთავარი პრობლემა ტიევი ბიფოუმას და ველინგტონ სილვას დისკვალიფიკაცაა. ვნახოთ, რას მოიფიქრებს სერხი.

 

"სამეფო კლუბი" აშკარა ფავორიტია და წესით მარტივად მოიპოვებს სამ ქულას.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

რეალი: კასილასი - არბელოა, ვარანი, პეპე, მარსელო - როდრიგესი, ილარამენდი, კროოსი, ისკო - რონალდო, ჩიჩარიტო.

 

ალმერია: რუბენი - ხიმო ნავარო, ტრუხილიო, მაურო დოს სანტოსი, დუბარბიე - პარტეი, ვერზა - ჟონათანი, კორონა, ესპინოზა - ჰემედი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • მადრიდის "რეალს" 14 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს ლა ლიგაში, სანტიაგო ბერნაბეუზე (13მ, 1ფ).

 

  • "ალმერიას" ზედიზედ ხუთი გასვლითი თამაში აქვს წაგებული ლა ლიგაში.

 

  • 'სამეფო კლუბმა" ბოლო ოთხ შეხვედრაში უბრალოდ გადაუარა "ალმერიას": 4:1, 4:0, 5:0 და 8:1.

 

  • "ალმერიას", ხუთიდან ხუთი თამაში აქვს წაგებული სანტიაგო ბერნაბეუზე.

 

 

ელჩე Vs დეპორტივო

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 00:00 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: მანუელ მარტინეს ვალერო, ელჩე

მთავარი მსაჯი: ალფონსო ალვარესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: -

 

ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, "ელჩე" ვისენტე კალდერონს ესტუმრა და უშანსოდ განადგურდა -  0:3, მაგრამ არანაერი პრეტენზიები არ შეიძლება ჰქონდეს ვინმეს "ელჩესთან". ფრან ესკრიბამ მოახერხა გუნდის ათამაშება და ახლა, "ელჩე" მე-14 ადგილზეა 34 ქულით. ჯერჯერობით, სიტუაცია რთულია, მაგრამ გუნდმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ, რაც მეტწილად ჟონათასის დამსახურებაა. ბრაზილიელი თავდამსხმელი გუნდის ნამდვილი ლიდერი და წინამძღოლია, თანაც საკმაოდ კარგი, ტექნიკური, მრავალფეროვანი მოთამაშე. ხოსე ანხელი და პელეგრინი ისევ ლაზარეთში არიან, სამაგიეროდ ერთბაშად სამმა მოთამაშემ მოიხადა დისკვალიფიკაცია: ვიქტორ როდრიგესმა, აარონ ნიგუესმა და მარიო პაშალიჩმა.

 

ვიქტორ სანჩესი ჯერ კიდევ პირველი გამარჯვების მოლოდინშია, მაგრამ გუნდი ნელ-ნელა მიდის წინ. "მალაგასთან" სტუმრად კარგი თამაშიც ამის ნიშანია, დღეს კი "დეპორტივოს" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება. ლა კორუნიელები 29 ქულით მე-18 ადგილზე არიან და ჯერჯერობით გაცილებით მეტი შანსი აქვთ დასარჩენად, ვიდრე "კორდობასა" და "გრანადას". "დეპორტივოს" სიდნეი და ტოჩე დაუბრუნდნენ, მათ წინა თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს და ახლა სერიოზულად გააძლიერებენ გუნდს.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ელჩე: ტიტონი - დამიან სუარესი, როკო, ლომბანი, ჩისმა - პაშალიჩი, მოსკერა - აარონ ნიგუესი, ფაირი, ვიქტორ როდრიგესი - ჟონათასი.

 

დეპორტივო: ფაბრისიო - ხუანფრანი, ლოპო, სიდნეი, ლუიზინიო - ლუკას პერესი, ბორხესი, ბერგანტინოსი, კავალეირო - ტოჩე, რიერა.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • ბოლო რვა საშინაო თამაშიდან, "ელჩემ" ოთხი მოიგო და ოთხი წააგო, მაგრამ ზედიზედ ორჯერ მანუელ მარტინეს ვალეროზე, 2014 წლის თებერვლის შემდეგ არ მოუგია.

 

  • "დეპორტივომ" 2010 წლის შემდეგ პირველად გამოაცხო ლა ლიგაში 11 მატჩიანი მოუგებელი სერია.

 

 

ვილიარეალი Vs ატლეტიკო

 

ჩემპიონატი: ესპანეთის ლა ლიგა, XXXIV ტური

თარიღი: 00:00 საათი, 29 აპრილი

სტადიონი: ელ მადრიგალი, ვილიარეალი

მთავარი მსაჯი: ხოსე გონსალეს გონსალესი

პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta sports+; NTV+ Football3

 

კრიზისი "ვილიარეალში" გრძელდება - გუნდმა ზედიზედ მეშვიდე თამაში ვერ მოიგო ლა ლიგაში და ზედიზედ მეორედ გააგორა უგოლო ფრე. თუმცა, მარსელინიო ტორალის დადანაშაულება არ იქნება მართებული. მუსაჩო, ბრუნო სორიანო, დენის ჩერიშევი და ჯოვანი დოს სანტოსი არიან ლაზარეთში, მათ გარეშე კი "წყალქვეშა ნავი" უბრალოდ კარგი პოტენციალის მქონე გუნდია, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. დღევანდელ შეხვედრას კიდევ ერთი დოს სანტოსი, ჯონათანი გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო. "წყალქვეშა ნავს" სერიოზული პრობლემები აქვს შეტევაში, ლუსიანო ვიეტომ იმედები სამწუხაროდ ვერ გაამართლა, არადა იყო პერიოდი, როდესაც გოლი-გოლზე გაჰქონდა და მათ შორის "ატლეტიკოსაც" გაუტანა მადრიდში. "ვილიარეალი" 53 ქულით მეექვსე ადგილზეა და შეუძლია მშვიდად ჩაამთავროს სეზონი. მარსელინიოს მუშაობა ძალიან დასაფასებელია, გუნდი ნელ-ნელა პროგრესირებს და არის აშკარად მომავლის, ამიტომ ზედმეტად მკაცრები ნუ ვიქნებით.

 

"რეალთან" წაგების შედმეგ, რომელიც სრულიად დამსახურებული იყო, "ატლეტიკომ" "ელჩე" გაანადგურა 3:0 და კვლავ ანტუან გრიზმანმა შეიტანა მთავარი წვლილი. ზედიზედ სამი ტურია ფრანგი თავდამსხმელი დუბლს იფორმებს და ასეთი ტემპით შესაძლოა მესი-რონალდოს დუეტსაც წამოეწიოს, მაგრამ ეს ასტრონომიული შედეგი იქნება. დიეგო სიმეონეს გუნდი ინარჩუნებს მესამე პოზიციას და ოთხი ქულით უსწრებს "ვალენსიას", ამიტომ ჯერ ადრეა მოდუნება და მომავალ სეზონზე ფიქრი. "ატლეტიკოს" ლაზარეთი ცარიელია, ამიტომ "ჩოლოს" სრული თავისუფლება ექნება შემადგენლობის არჩევის თვალსაზრისით, მაგრამ სიურპრიზები არ არის მოსალოდნელი.

 

 

სავარაუდო შემადგენლობები:

ვილიარეალი: ასენხო - მარიო, ვიქტორ რუისი, ბალი, ხაუმე კოსტა - მოი გომესი, ტრიგეიროსი, პინა, კემბელი - ვიეტო, ხერარდ მორენო.

 

ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ხესუს გამესი - თურანი, გაბი, ტიაგო, კოკე - მანჯუკიჩი, გრიზმანი.

 

 

საინტერესო ფაქტები:

  • 2009 წლის შემდეგ პირველად - "ვილიარეალმა" ზედიზედ შვიდი თამაში ვერ მოიგო ეროვნულ ჩემპიონატში.

 

  • "ვილიარეალმა" ზედიზედ სამ საშინაო შეხვედრაში ვერ მოახერხა გოლის გატანა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში არ მომხდარა.

 

  • ზედიზედ ორი ნულოვანი ფრის შემდეგ, "ატლეტიკომ" სამ გასვლით შეხვედრაში ორ-ორი გოლი შეაგდო და შვიდი ქულა მოიპოვა.

 

  • ვისენტე კალდერონზე, "ვილიარეალს" ბოლო სამი თამაში აქვს წაგებული ლა ლიგაში.

 

ესპანეთის ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირები

ფეხბურთელი გუნდი გოლი პენალტით
1 კრიშტიანო რონალდო რეალი 39 9
2 ლიონელ მესი ბარსელონა 38 5
3 ანტუან გრიზმანი ატლეტიკო 22 0
4 ნეიმარი ბარსელონა 20 0
5 კარლოს ბაკა სევილია 17 5

 

https://fci.ge/uploads/spain-liga-bbva.jpg
მწვანე ზონა

ინფორმაცია

სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.

navige
saitebi