FCI.ge
FCI.ge
სუარესი: არ ვიცი რა არის ბარსელონას ასეთი თამაშის მიზეზი |
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი გაოცებულია საკუთარი გუნდის ფენომენალური თამაშით, რომელიც კიდევ ერთხელ ვიხილეთ ლა ლიგის 34-ე ტურში.
ლუის ენრიკეს გუნდმა "ხეტაფე" მიიღო კამპ ნოუზე და პირველივე ტაიმში გადაუარა მადრიდულ გუნდს - 5:0, მეორე ნახევარში კი ერთი გოლით დაკმაყოფილდნენ მასპინძლები.
"კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ პირველ ტაიმში და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. პირველ წრეში, "ხეტაფეს" პრესინგის გამო კარგად შეგვექმნა პრობლემები და ვითამაშეთ ფრედ, ამჯერად კი ყველაფერი სხვანაერად იყო.
არ ვიცი რა არის მიზეზი "ბარსელონას" ასეთი თამაშის. მიუხედავად ყველაფრისა, მინდორზე მაინც 100%-თ ვიხარჯებით. ახლა, სეზონის გადამწყვეტი მომენტი დგება და ვდილობ, რომ გუნდს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო", - განაცხადა ურუგვაელმა.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.