FCI.ge
FCI.ge
ლუის ენრიკე: ერთ მატჩში ამდენი ლამაზი გოლი არასოდეს მინახავს |
კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აღფრთოვანებულია საკუთარი გუნდის დიდებული თამაშით "ხეტაფეს" წინააღმდეგ.
ლა ლიგის 34-ე ტურის ეგიდით, "ბლაუგრანამ" 6:0 გადაუფრინა მეტოქეს და ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს კატალონიელებმა.
"როდესაც "ბარსელონა" ასე ეფექტურად მოქმედებს, ნებისმიერ მეტოქეს ურთულდება ცხოვრება. ეს იყო რთული მატჩი, რომელიც პირველივე ტაიმში მოვიგეთ. თუმცა, ჯერ კიდევ შეგვიძლია მომატება, ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით.
არასოდეს მინახავს, რომ ერთ მატჩში ამდენი ლამაზი გოლის გასულიყოს, მაგრამ რათქმაუნდა, გვაქვს მოსამატებელი. "ბარსელონას", წინ კიდევ ოთხი თამაში აქვს პრიმერაში, ღირსეული გუნდების წინააღმდეგ", - განაცხადა ენრიკემ.
სიახლისთვის კომენტარის დატოვება შესაძლებელია მხოლიდ მიმდინარე 3 დღე გამოქვეყნების დღიდან.